ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.

The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან ყურადღება გაამახვილა დრონების გამოყენების ტექნოლოგიების „ელვისებურ“ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ ევროპის დღევანდელი ძალისხმევა საჰაერო ომისთვის მოსამზადებლად შესაძლოა უკვე მომავალი წლის შუა პერიოდისთვის მოძველდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებისგან დაცვასა და სარაკეტო თავდაცვას სერიოზული პრობლემები აქვს. და მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ამას აწყდება უკრაინა, ამას აწყდება მთელი ევროპა და ნატო, — თქვა რინკევიჩსმა. — თუ რუსეთი გადაწყვეტს ამ ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტის გაშვებას, ვფიქრობ, დღეს ბევრი ქვეყნისთვის ეს სერიოზული გამოცდა იქნება.“

ლატვიის პრეზიდენტის აზრით, რუსეთი ზამთარს გამოიყენებს იმისთვის, რომ უკრაინის ფრონტზე წინ წაიწიოს და ასევე ყველაფერს გააკეთებს დასავლეთის მხრიდან კიევის მხარდაჭერის შესასუსტებლად. მისი თქმით, საუბარია დივერსიებზე, კიბერთავდასხმებსა და დრონებთან და რაკეტებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე, რომელთა მეშვეობითაც მოსკოვი ევროპის სიმტკიცეს ამოწმებს.

„მე გამოვრიცხავდი ჩვეულებრივ სამხედრო შეჭრას, მაგრამ ყველა სხვა შესაძლო სცენარის მიმართ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ“, — დასძინა რინკევიჩსმა.

ტუსკმა ნატოს ქვეყნებზე რუსეთის დარტყმების რისკზე გააფრთხილა

ორი დღით ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით ჰიბრიდულ თავდასხმებს გეგმავს. მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რომელი სადაზვერვო სტრუქტურებისგან მიიღეს ეს ინფორმაცია.

ტუსკის თქმით, არსებობს „რეალური რისკი“, რომ დრონები ან სხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდეს და „ნგრევაც კი გამოიწვიოს“.

პოლონეთის პრემიერის ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში მოსკოვი მომხდარის შემთხვევით ხასიათზე გააკეთებს აქცენტს.

„ოფიციალური ვერსია იქნება, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და ნატოს პასუხზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ აქვს“, — განაცხადა ტუსკმა პარლამენტში.

პოპულარული

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა...

თურქეთი: LGBTQ+ თემის წინააღმდეგ რეიდებისას 162 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ შაბათ-კვირას ჩატარებული რეიდების ფარგლებში სულ მცირე 162...

Forbes: ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს

ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს და რეგიონის...

Reuters: რუსეთის სამი დიზელის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას ამცირებს ან აჩერებს

რუსეთის ექვსი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომლებიც დიზელის საწვავს აწარმოებენ,...

The Telegraph: შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

ყველა ამბავი

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც იმავე დღეს მათი ჟურნალისტები...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის...

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ...

პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი – ბესელია ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"საკვებ პროდუქტებზე პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი - ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა,...

Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი ღია წვდომაში არ უნდა მოხვედრილიყო. გეგმით...

პუტინის კომპიუტერი მოპარული Windows-ით მუშაობს

კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურად აძლევს ხმას, საერთაშორისო მედიისა და სოციალური...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების შემდეგ შესაძლო მასშტაბური მობილიზაციის შესახებ იზრდება არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებში,...