თემურ უგულავას ქონებას 7 მემკვიდრე გაინაწილებს

ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები შვიდმა მემკვიდრემ წარადგინა – ამის შესახებ თემურ უგულავას საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის განახლებული ამონაწერი მოწმობს, საიდანაც ირკვევა, რომ წილის მმართველებად 17 სექტემბერს მისი შვილები დარეგისტრირდნენ; თუმცა როგორც bm.ge წერს, უგულავას “აჭარა ჯგუფის” ძირითადი ჰოლდინგური კომპანიის ამონაწერში, ჯერჯერობით, მსგავსი ცვლილებები არ ასახულა.

სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები წარადგინეს გეგა, ნუცა, სანდრო, ნოდარ, თეიმურაზ, ტოკიო მარგო და ლუკა უგულავებმა. დოკუმენტის თანახმად, ისინი თემურ უგულავას შვილები და კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები არიან. სამი არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში განცხადებები მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა წარადგინეს, ხოლო ერთ შემთხვევაში განცხადება მემკვიდრის მხარდამჭერის მიერ იქნა წარმოდგენილი. სამკვიდრო მოწმობა, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მემკვიდრეთა მოთხოვნის შემთხვევაში სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ გაიცემა.

დოკუმენტში ცალკე არის მითითებული თემურ უგულავას სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე უფლებამოსილებებიც, თუმცა ის არ მოიცავს სამკვიდროს გასხვისების უფლებას, გარდა კანონით ან შესაბამისი დოკუმენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მოწმობის თანახმად, სამკვიდროს მართვის შედეგად მიღებული ყველა შემოსავალი და სარგებელი თავად სამკვიდროს მიეკუთვნება. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია მემკვიდრეთა ვალდებულებები სამკვიდროს კეთილსინდისიერად მართვისა და მართვის შესახებ ანგარიშგების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიამ” თბილისში მუხიანის დასახლებაში მდებარე “რადიო ქალაქის” 24,000 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ბერა ივანიშვილის კომპანიას მიჰყიდა. ბიზნეს რეესტრზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ნასყიდობის ფასი მითითებული არ არის.

პოპულარული

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

" ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა...

ძარცვა „წებოს ხრიკით“: საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, რამდენიმეთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად,...

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ...

მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ – ილია თოფურია

"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს,...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას...

Reuters: რუსეთის სამი დიზელის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას ამცირებს ან აჩერებს

რუსეთის ექვსი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომლებიც დიზელის საწვავს აწარმოებენ,...

სირიაში საწვავის გაძვირების გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო

სირიაში ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები...

ყველა ამბავი

იმნაძე რომ არ ყოფილიყო, დანაშაული არ მოხდებოდა და ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

"იმნაძე რომ არ ყოფილიყო, დანაშაული არ მოხდებოდა და ავალიანი ცოცხალი იქნებოდა " - განაცხადა პროკურორმა ქეთი სონიძემ. საქალაქო სასამართლოში...

ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებს დაეხმაროს – კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე

"ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო - ამის მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს ტერიტორია...

თბილისში ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3...

NCDC-დადასტურებულია, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.NCDC-ის...

რუმინეთში თაღლითობის საქმეზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში 1,1 მილიონი ევროს თაღლითობის საქმეზე დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ — პოლიტიკოსი, რომელმაც 2024 წლის არჩევნების...

Reuters: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

კომპანია „გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად...

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო „წამების ოთახი“ აღმოაჩინა და საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა, მას შემდეგ,...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს ავრცელებს და ცდილობს, საზოგადოებას მის დაკავებასთან და „გადაგდებასთან“ დაკავშირებული დეტალები...

ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. გაძევებულთა შორის 33 მამაკაცი და...

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი,...