ევროკავშირი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს. მათ შორის არ არის საქართველო

ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სადაც საქართველო კიდევ რამდენიმე წლის წინ გაფართოების პროცესის ფავორიტად მოიაზრებოდა, დღეს ქვეყანა ევროკავშირის უახლესი და ყველაზე ამბიციური სტრატეგიული გეგმების მიღმა აღმოჩნდა. გავლენიანი ევროპული გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს, თუმცა მათ შორის არ არის საქართველო.

რას წერს POLITICO

„პირველად, ბრიუსელი განიხილავს მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის სამიზნე თარიღების განსაზღვრას, თუ როდის უნდა დაასრულონ მათ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპები.

ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას წევრობამდე მკაფიო, ეტაპობრივი გზა განესაზღვრება, მაშინ როცა დანარჩენი კანდიდატები შედარებით უკან დარჩებიან.
მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის სპეციალური „საგზაო რუკების“ მომზადება განიხილება, განუცხადა POLITICO-ს ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობენ. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ათწლეულების განმავლობაში გაწელილი გაფართოების პროცესის დაჩქარებას. ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვა ითხოვეს, რადგან გეგმები ჯერ კიდევ მგრძნობიარე ეტაპზეა.

ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი ფავორიტებად მიიჩნევა, თუმცა პროგრესი კვლავ ნელია და ბუნდოვანია ის ვადებიც, თუ როდის შეძლებენ ისინი ოფიციალურად გახდნენ ბლოკის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი დიდი ხანია მხარს უჭერს მათ წევრობის განაცხადებს, ახალი „საგზაო რუკები“ პირველად მისცემს მათ გარკვეულ გარანტიას, რომ თუ აუცილებელ რეფორმებს გააგრძელებენ, ევროკავშირში მიიღებენ. ამასთანავე, მათ მიეცემათ საორიენტაციო ვადები მოლაპარაკებების დასრულებისთვის.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, „საგზაო რუკებში“ გაცილებით მკაფიოდ იქნება გაწერილი, კონკრეტულად რას ელოდება ევროკავშირი თითოეული კანდიდატი ქვეყნისგან. ამავე დროს, ისინი ვალდებულებებს შეუქმნის უკვე არსებულ წევრ სახელმწიფოებსაც, რომელთა თანხმობაც საჭიროა პროცესის წინსვლისთვის. გეგმებში ასევე ჩაიწერება სავარაუდო თარიღები, თუ როდის უნდა დასრულდეს რეფორმების ცალკეული ჯგუფები — ე.წ. მოლაპარაკებების „კლასტერები“, რაც წევრობის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოადგენს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ გამოსვლაში, პირობა დადო, რომ მიზნობრივ მხარდაჭერას გაუწევს კანდიდატ ქვეყნებს, „რომლებმაც ყველაზე მეტი პროგრესი აჩვენეს“.
თუმცა პროცესის შედარებით ადრეულ ეტაპზე მყოფ კანდიდატებს — მაგალითად, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას — ამ ეტაპზე ასეთი „საგზაო რუკები“ არ ექნებათ, დაადასტურეს ოფიციალურმა პირებმა. ასევე არ იგეგმება მათი შეთავაზება საქართველოსთვის, თურქეთისა და სერბეთისთვის, რომელთა გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია დემოკრატიული და სასამართლო სისტემების უკუსვლის შესახებ შეშფოთების გამო.

ევროკომისიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ახალი „საგზაო რუკები“ „შექმნის გზას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასასრულებლად. ისინი ჩამოაყალიბებს მკაფიო პრიორიტეტების სიას — ვადებსა და შესასრულებელ ამოცანებს, რათა ყველაზე წინ წასულმა კანდიდატებმა აუცილებელი რეფორმები დაასრულონ“.

„გეოპოლიტიკური აუცილებლობა“

ევროკავშირის ლიდერები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ პარტნიორობის გაღრმავებას თავისუფალი ვაჭრობის მომხრე სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით — საკუთარ სამეზობლოში, იმ ფონზე, როცა დაძაბულია ურთიერთობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა აშშ, იზრდება ჩინეთის არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის მიმართ უკმაყოფილება და ძლიერდება რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები.

ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ გაწევრიანებას ზედმეტად დიდი დრო სჭირდება, რაც მომავალ წევრ ქვეყნებში იმედგაცრუებას აძლიერებს და მათ კონკურენტი ძალების ზეწოლისადმი უფრო მოწყვლადს ხდის.
ეს ნაბიჯი ემთხვევა ევროკავშირის „გაფართოებამდე“ პოლიტიკის ცალკე გადახედვასაც. ოფიციალური პირების აზრით, კანდიდატ ქვეყნებს უნდა შესთავაზონ უფრო ეფექტიანი გზა ბლოკში „ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის“, რომელიც მათ პროგრესისთვის ეკონომიკური სარგებელითა და ერთობლივ პროექტებზე წვდომით დააჯილდოებს.

ამ პოლიტიკის გადახედვას ფონ დერ ლაიენის ახლო მრჩეველი ალექსანდრ ადამი ხელმძღვანელობს. დოკუმენტის წარდგენა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის 6 ოქტომბერს იგეგმება. მისი მიზანია კანდიდატ ქვეყნებს შეუნარჩუნოს ევროკავშირისკენ მოძრაობის მოტივაცია მანამ, სანამ მათი ოფიციალური გაწევრიანების პროცესი მიმდინარეობს.

„გაფართოება კვლავ გეოპოლიტიკურ აუცილებლობად რჩება. თუმცა გაწევრიანებას დრო სჭირდება,“ — წერია POLITICO-ს მიერ ნანახ წინასწარ დოკუმენტში. „კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ მკაცრი, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და განახორციელონ ფართომასშტაბიანი და მდგრადი რეფორმები. ეს დრო სრულად უნდა იქნეს გამოყენებული სტრატეგიული მიზნებისთვის — როგორც ევროკავშირის უფრო ფართო წევრობისთვის მოსამზადებლად, ისე ორმხრივი ინტერესის სფეროებში ეტაპობრივი ინტეგრაციის გასაღრმავებლად.“

ამ გადახედვის ფარგლებში, ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი შესთავაზებენ ცვლილებებს ევროკავშირის შიდა წესებში, რათა შეიქმნას დამცავი მექანიზმები და ახალი წევრები მომავალში ვერ აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ძირითადი პოლიტიკის განხორციელება დაბლოკონ ან საკუთარ ვალდებულებებს უკან დაუბრუნდნენ.
ცვლილებები შეიძლება მოიცავდეს საგანგებო მუხლებსა და გარდამავალ პერიოდებს, სანამ ახალი წევრები ყველა წევრობის უფლებას სრულად მიიღებენ.

„პოლიტიკის გადახედვამ აჩვენა, რომ ევროკავშირს შეუძლია უფრო ფართო წევრობას მიზნობრივი ადაპტაციებით მოერგოს, უმეტესწილად არსებული ხელშეკრულებების ჩარჩოში,“ — ნათქვამია პროექტში. ავტორების შეფასებით, გაფართოებასთან დაკავშირებული შეშფოთების შესამცირებლად ევროკავშირის ფუნდამენტური სამართლებრივი ბაზის შეცვლა საჭირო არ იქნება.
ეროვნული მთავრობები ახალი წევრების მიღებას სიფრთხილით ეკიდებიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებსაც დემოკრატიული მმართველობის მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის გამოცდილება აქვთ. ამის ერთ-ერთ მიზეზად უნგრეთის მაგალითი სახელდება — ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს კანონის უზენაესობის პრინციპებიდან უკუსვლა და ვეტოს უფლების გამოყენება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დასაბლოკად, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინის მხარდაჭერა.

კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ყოველ ეტაპზე წინსვლისთვის მოქმედი წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.

ეროვნული ლიდერები 15 ოქტომბრიდან ბრიუსელში დაგეგმილ ორდღიან სამიტზე იმსჯელებენ, როგორ და რა სისწრაფით შეიძლება ახალი წევრების მიღება. თავის მხრივ, ევროკომისია მათგან პროცესის დაჩქარებისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას მოითხოვს.
ევროპული საბჭო გამართავს „სტრატეგიულ დისკუსიას გაფართოებისა და შიდა რეფორმების შესახებ“, — ნათქვამია სამიტის დღის წესრიგის პროექტში.

მარტა კოსმა POLITICO-ს ამ თვის დასაწყისში განუცხადა, რომ იმედი აქვს, დაგეგმილი ცვლილებები და ლიდერებთან მოლაპარაკებები მრავალწლიანი ნელი პროგრესის შემდეგ „გაფართოების შემოდგომას“ მოიტანს.

ამ კვირაში ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთში გაემგზავრება და მოლაპარაკებებს გამართავს მონტენეგროს, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ლიდერებთან. ის არ ეწვევა ბოსნია და ჰერცეგოვინასა და სერბეთს, რადგან ორივე ქვეყანაში ამჟამად ეროვნული არჩევნები მიმდინარეობს“ – წერს POLITICO

პოპულარული

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბალისტიკურ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა,...

სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად: საერთაშორისო გმაჭვირვალობა – საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის,...

“არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს” – მარნეულში 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის...

გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს მოკლვლით ემუქრებოდა, თუ ის დიდ ფულს არ გადაუხდიდა – შსს განცხადებას ავრცელებს

"უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში...

დიდი ბრიტანეთი უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს არ მოუხსნის

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსი ბიზნესმენების — ალიშერ უსმანოვისა...

ევროკავშირი რუსი მილიარდერების, უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, სანქციების სიებიდან ამოიღონ რუსი...

რომის პაპის მესას პარიზში ასობით ათასი ადამიანი დაესწრო

შაბათს, 26 სექტემბერს, პარიზში, კონკორდის მოედანზე, რომის პაპ ლეო...

ყველა ამბავი

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე საკუთარი წარმომადგენლობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. კომპანიამ ოფიციალური მოთხოვნით უკვე მიმართა რუსეთის სამოქალაქო...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც მას 9-წლიანი პატიმრობა...

თამაზ ელიზბარაშვილმა პატიმრობაში შიმშილობა დაიწყო და დედასთან დარეკვა მოითხოვა

დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავიდა და დილიდან შიმშილობა დაიწყო. მისი განცხადებით, პროკურატურამ 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ...

“ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ გაგრძნობინონ, რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომ შენ ხარ პირუტყვი” – აქციებზე დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა ციხის პირობებზე წერილი გაავრცელა

"ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ გაგრძნობინონ, რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომ შენ ხარ პირუტყვი, საქონელი, რადგან კანონი დაარღვიე,...

“არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს” – მარნეულში 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ...

რომის პაპი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს შეხვდა

რომის პაპი ლეო XIV საფრანგეთში ვიზიტისას სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შვიდ მსხვერპლს შეხვდა. ის თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ესაუბრა....

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი საწარმოს აშენება პოლონეთში, უსაფრთხო ტერიტორიაზე, მიზანშეწონილი იქნება, — განაცხადა ქვეყნის...

ბათუმში მიკროავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაიღუპა 5 წლის ბავშვი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 5 წლამდე ბავშვი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი,...

ევროკავშირის წარმომადგენლობა:ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას...

ზელეგიტიმურები ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია–ზურა ჯაფარიძე ქართული ოცნების იზოლაციის მასშტაბებზე

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას და აშშ–ში ჩასვლას სტატუსს უძღვნის, რომელშიც აანალიზებს მის შეხვედრებს...

“ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს“–სოხუმის დაცემს დღეს საქართველოს მეგობრები განცხადებებს ავრცელებენ

დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები.საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის...

სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი–მთავარეპისკოპოსი ზენონი აზერბაიჯანელ სასულიერო პირებს მიმართავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პასუხად გავრცელებულ  მწვავე განცხადებას დმანისისა და აგარაკ-ტაშირის...