“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა.
“სალამი მონატრებულ ხალხს ერთი წლის შემდეგ ისევ იქ ვარ, სადაც გავჩერდი.
ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივი მიზეზით მივიღე — პროკურატურა ოფიციალურად არ მედავებოდა არაფერს, რაც პროტესტს, აქციას და ბრძოლას ეხება,
პროკურატურა არ დავობდა არც აქციაზე ჩადენილ დანაშაულზე და არც პოლიციელის ცემას. ამიტომ ერთი წელი მივიღე როგორც მოცემულობა.
ეს იყო არჩევანი და არა უკან დახევა.
ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს — ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის.
მთავარი ისაა, რომ მათი პროპაგანდისთვის საჭირო სცენარი არ მივეცი.
ერთი წელი გავიდა.
მე დავბრუნდი.
და ჩემი აქტივობები გრძელდება ზუსტად ისე, როგორც დაპაუზდა.
არ ვიწყებ თავიდან.
ვაგრძელებ იქიდან, სადაც გავჩერდი.
წინ ბევრი საქმეა”, – წერს ხასაია.


