გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, , ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის ბრალდებით დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ინფორმატორმა საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის (BND) ყოფილ უფროსს, აუგუსტ ჰანინგს, სავარაუდოდ, თითქმის ორი ათასი დოკუმენტი გადასცა, რომელთაგან მრავალი გასაიდუმლოებული იყო. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში ჰანინგმა მანფრედ დ.-დ იდენტიფიცირებული ინფორმატორის მიერ მიწოდებული საიდუმლო მასალები უცხოური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლისთვის ანალიტიკური მასალის მოსამზადებლად გამოიყენა.
აუგუსტ ჰანინგი გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურს 1998-დან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა.


