მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი მსოფლიოს გარშემო გრძელი გზა ბუშბიმ ფეხით ან ცურვით გაიარა.

ბუშბი, რომელიც ახლა 57 წლისაა, გზას 1998 წლის 1 ნოემბერს დაადგა. მოგზაურობისთვის მან საკუთარ თავს ორი მთავარი წესი დაუწესა და მათ მკაცრად იცავდა: არ ესარგებლა არანაირი სატრანსპორტო საშუალებით და გზა არ შეემოკლებინა — მთელი დაგეგმილი მარშრუტი ბოლომდე უნდა გაევლო.

ხუთშაბათს ბუშბიმ განაცხადა, რომ ლა-მანში გადაკვეთა და ახლა მშობლიური ქალაქის, ჰალისკენ მიემართება.

„ამდენი წლის შემდეგ სასიამოვნოა, როცა ფეხქვეშ მშობლიურ მიწას გრძნობ, — თქვა მოგზაურმა. — ყველაფერი რთული იყო, მაგრამ სირთულეები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამას ვაკეთებ: მინდა დავამტკიცო, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე თავად ვფიქრობ.“

„ჩვენ ყველას შეგვიძლია იმაზე ბევრად მეტის მიღწევა, ვიდრე ოდესმე წარმოგვიდგენია“, — დასძინა მან.

მოგზაურობის ბოლოსწინა ეტაპი ბუშბიმ ცურვით გაიარა: დაახლოებით 20 საათის განმავლობაში ლა-მანშს კვეთდა და 5 ოქტომბერს, 15:30 საათზე, დოვერის რაიონში ბრიტანეთის ნაპირზე გავიდა. ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მის გადაადგილებას საფრანგეთის ხელისუფლებასთან ერთად აკოორდინირებდა, რათა „უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი დაცული ყოფილიყო“.

ნაპირზე მოგზაურს მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ, მათ შორის მისი მამა, ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების ყოფილი სამხედრო კიტ ბუშბი, და ცნობილი რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი, რომელიც ბუშბიზე სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს — Walk of Life — იღებს.

მოგზაურობის წლების განმავლობაში ბუშბიმ 48 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა და მსოფლიოს 29 ქვეყანა გადაკვეთა.

მისი თქმით, სავიზო შეზღუდვების გამო ზოგიერთ ქვეყანაში დიდხანს დარჩენას ვერ ახერხებდა.

მისი მარშრუტი მხოლოდ უწყვეტად წინსვლას არ გულისხმობდა. კერძოდ, ის რამდენჯერმე დაბრუნდა მექსიკაში, სადაც ცხოვრება შედარებით იაფია — სწორედ იქ გაატარა კოვიდპანდემიის პერიოდი.

ბუშბი პერიოდულად მიემგზავრებოდა შეერთებულ შტატებშიც, სადაც მისი სპონსორები იმყოფებიან.

თუმცა ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ის ზუსტად იმავე ადგილას ბრუნდებოდა, სადაც მისი ფეხით მოგზაურობა შეწყდა.

ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კარლმა გაიხსენა, რას გრძნობდა მოგზაურობის პირველ დღეს.

„ცოტა საშიში იყო, მაგრამ ამავე დროს — საოცრად ამაღელვებელი. შენ 50 ათას კილომეტრზე გრძელ გზას ადგები. პირველ რიგში, საერთოდ არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა ყველაფერი. არაფერი ვიცოდი. მეორე მხრივ კი ვიცოდი, რომ ამის გაკეთებას შევძლებდი. გაგიკვირდებათ, რამდენად შორს შეიძლება წახვიდე, თუ საკუთარ თავში თუნდაც ცოტაოდენი რწმენა გაქვს“, — თქვა მან.

ბუშბი 1969 წელს ჰალში დაიბადა. ის ამბობდა, რომ სკოლაში თანაკლასელები დისლექსიის გამო აბულინგებდნენ, დიაგნოზი კი მხოლოდ 13 წლის ასაკში დაუსვეს.

იმ წლებს ის „ჯოჯოხეთად“ იხსენებს. მისი თქმით, შვებას ბუნებაში პოულობდა და თავისუფალ დროს ხშირად სახლთან ახლოს მინდვრებში ფრინველებზე დაკვირვებაში ატარებდა.

მოგვიანებით სამხედრო სამსახური დაიწყო და 12 წელი საჰაერო-სადესანტო ძალებში გაატარა.

მას რამდენიმე მცდელობა დასჭირდა Pegasus Company-ის მომზადების კურსის გასავლელად — ეს რთული და დამქანცველი პროგრამაა, რომელიც ყველა მომავალ მედესანტეს მოეთხოვება.

სწორედ სამხედრო სამსახურის პერიოდში გაუჩნდა ბუშბის იდეა, მსოფლიოსთვის ფეხით შემოევლო. მან რუკაზე სავარაუდო მარშრუტი დახაზა და თანამოსამსახურეებს აჩვენა, თუმცა მათ უთხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო.

მათმა რეაქციამ საპირისპირო ეფექტი მოახდინა და მომავალ მოგზაურს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუმყარა.

1998 წელს, 29 წლის ასაკში, კარლი პუნტა-არენასიდან — ჩილეს სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთი ქალაქიდან — ზურგჩანთით გაემგზავრა და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: ფეხით დაბრუნებულიყო სახლში, ბრიტანეთის ქალაქ ჰალში.

თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მოგზაურობა დაახლოებით 12 წელს გასტანდა, მაგრამ გზაზე შექმნილმა სირთულეებმა, მოულოდნელმა გარემოებებმა და გლობალურმა კრიზისებმა შინ დაბრუნების დრო სულ უფრო და უფრო გადასწია.

ჩილედან კარლი ჩრდილოეთისკენ გაემართა — არგენტინის, პერუს, ეკვადორისა და კოლუმბიის გავლით.

სამხედრო სამსახურის დროს შეძენილი უნარებისა და მამის რჩევების დახმარებით მან შეძლო შეიარაღებულ დაჯგუფებებთან შეჯახების თავიდან აცილება და დარიენის ხეობის გავლა — რთულად გასავლელი ჯუნგლების ზოლის, რომელიც კოლუმბიისა და პანამის საზღვარზე მდებარეობს.

ეს ამ ქვეყნებსა და ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად ითვლება.

შემდეგ მან გაიარა კოსტა-რიკა, ნიკარაგუა, ჰონდურასი, ელ-სალვადორი, გვატემალა და მექსიკა, რის შემდეგაც აშშ-ისა და კანადის ტერიტორიები გადაკვეთა.

2006 წლის მარტში მას ფრანგი მოგზაური დიმიტრი კიფერი შეუერთდა. მათ ერთად გადაკვეთეს ბერინგის სრუტე ყინულზე, რომელიც ალასკასა და რუსეთს აერთებდა.

თუმცა ჩუკოტკის სოფელ უელენთან ისინი რუსეთის მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.

მოგზაურებს რუსეთში შესვლის აკრძალვა ემუქრებოდათ, რაც მთელ ექსპედიციას ჩაშლიდა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ კარლს მოგზაურობის გაგრძელების უფლება მისცა.

ამას წინ უძღოდა უკვე გარდაცვლილი ჯონ პრესკოტის ჩარევა, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი იყო და პარლამენტში აღმოსავლეთ ჰალს წარმოადგენდა, ასევე რომან აბრამოვიჩის ჩართულობა, რომელიც იმ დროს ჩუკოტკის გუბერნატორი და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი იყო.

კარლმა ფეხით გაიარა ციმბირი, მონღოლეთი და ჩინეთი, შემდეგ კი თურქმენეთსა და ყაზახეთს მიაღწია.

დაძაბული საერთაშორისო ვითარების გამო მან გადაწყვიტა, ირანს არ მისდგომოდა და სანაცვლოდ კასპიის ზღვა გადაეცურა, რათა აზერბაიჯანში მოხვედრილიყო. ამ ცურვას 31 დღე დასჭირდა.

აზერბაიჯანიდან კარლმა გზა თურქეთისკენ გააგრძელა, შემდეგ კი ევროპაში გადავიდა.

2026 წლის ივნისის შუა რიცხვებისთვის მან ბელგიას მიაღწია და საფრანგეთის ქალაქ კალემდე სულ რამდენიმე კვირის სავალი რჩებოდა. თუმცა Eurotunnel-ის ხელმძღვანელობამ უარი უთხრა ლა-მანშის ქვეშ არსებული სამსახურებრივი გვირაბით დიდ ბრიტანეთში გადასვლის ნებართვაზე.

ამ უარის გამო ბუშბი ევროპაში დაგეგმილზე მეტხანს დარჩა.

სექტემბერში, როდესაც BBC-ის ჟურნალისტები მას ბელგიაში შეხვდნენ, მან აღიარა, რომ „უკვე ნამდვილად დასრულების დროა“ და დასძინა: „არ მინდა, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდეს“.

Eurotunnel-ის ხელმძღვანელობამ პოზიცია არ შეცვალა და ბუშბის სხვა გამოსავალი აღარ დარჩა — ლა-მანში ცურვით უნდა გადაელახა.

როგორ ფინანსდებოდა მოგზაურობა?

როდესაც კარლი გზას დაადგა, ჯიბეში მხოლოდ 500 დოლარი ჰქონდა და სპონსორები არ ჰყავდა.

თუმცა დროთა განმავლობაში ექსპედიცია ძირითადად თავად კარლის შემოსავლებით ფინანსდებოდა, მათ შორის პუბლიკაციებიდან, მისი წიგნიდან Giant Steps („გიგანტური ნაბიჯები“) და საჯარო გამოსვლებიდან მიღებული თანხებით.

2007–2008 წლებში, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, მან მსხვილი სპონსორები დაკარგა. მოგვიანებით კი ახალი მხარდამჭერების მოძებნა შეძლო, მათ შორის იყო ამერიკული დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანია.

„ასეთ მომენტში ამას უკვე თავგადასავლად აღარ აღიქვამ, — ამბობდა კარლი ადრე BBC-სთან ინტერვიუში. — ეს შენზე ცუნამივით გადადის.“

მისი დედა ანჯელა, ყოფილი ქარხნის მუშა და ახლა პენსიონერი, ამბობს, რომ კარლს არასწორად წარმოაჩენენ, თითქოს ის შეძლებული ოჯახიდან იყოს.

ჰალში კარლს მისი დედა, ანჯელა, მოუთმენლად ელოდება. BBC-სთან საუბარში მან თქვა, რომ შვილს პირდაპირ ჭიშკართან დახვდება.

„ჯერ ჩავეხუტები, მერე კი ვკითხავ: „ეს რას ნიშნავს, კარლ? ცოტა გვიან ხომ არ მოხვედი სახლში?““ — იხუმრა მან.

მოგზაურობის ბოლო ეტაპზე, ევროპაში ყოფნისას, კარლმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალზე ფიქრი მასში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს იწვევს.

მას უხარია, რომ ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ სახლში ბრუნდება, მაგრამ ამავე დროს შფოთვასაც გრძნობს.

მისი თქმით, ესაუბრა სხვა მოგზაურებს, რომლებსაც ხანგრძლივი ფეხით მოგზაურობები ჰქონდათ გავლილი, და ისინი უყვებოდნენ მარტოობისა და შინაგანი შფოთვის განცდაზე, რომელიც მოგზაურობის დასრულების შემდეგ დაეუფლათ.

მისივე თქმით, სამშობლოში დაბრუნების პირველი დღეები ძალიან უცნაური იყო და ჯერ კიდევ ხელახლა ეჩვევა დიდ ბრიტანეთს.

„თითქოს სულ სხვა ქვეყანაში ვარ. 28 წელი არ ვყოფილვარ და ყველაფერი შეიცვალა. ისევ ვეჩვევი გირვანქა სტერლინგის გამოყენებას. მაღაზიაში შევდივარ და ვერ ვხვდები, რამდენი დავხარჯე — სულ დოლარებში მიწევს გადაყვანა. თაროებზე დადებული ბევრი პროდუქტის ბრენდიც კი არ ვიცი“, — ამბობს ბუშბი.

მას ჯერ მომავლის კონკრეტული გეგმები არ აქვს, თუმცა ანჯელას ეჭვი ეპარება, რომ მისი შვილი ჰალში დიდხანს დარჩება.

კარლი დიდი ხანია ინტერესდება მეცნიერებით, ბუნებით და იმით, როგორ შთააგონოს მოგზაურთა ახალი თაობა. შესაძლოა, სწორედ ამას მიეძღვნას მისი შემდეგი პროექტი.

კითხვაზე, თუ რა იყო მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ მოგზაურობამ ასწავლა, ის დაუფიქრებლად პასუხობს:

„ადამიანების 99,999% შესანიშნავია.“

პოპულარული

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მასირებული დარტყმისთვის ემზადება, თავს გაუფრთხილდით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის...

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც...

ყველა ამბავი

ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება

უკრაინისთვის დროა, აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, რომელსაც „შეთანხმების მიღწევა“ შეუძლია, განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...