აშშ კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევების გამო სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონის წარმომადგენლები კიევს დაემუქრნენ, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააგრძელებენ, სადაზვერვო მონაცემებზე წვდომას შეუწყვეტენ.

აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტით დაემუქრა, თუ უკრაინის არმია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს არ შეწყვეტს. ამის შესახებ შაბათს, 10 ოქტომბერს, ვაშინგტონში Deutsche Welle-ს (DW) კორესპონდენტმა მიშა კომადოვსკიმ უკრაინის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განაცხადა. ანალოგიური ინფორმაცია, ასევე უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაზეთმა The Financial Times-მაც (FT) გაავრცელა.

DW-ის წყაროს თქმით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის მოთხოვნა პირდაპირ მუქარად  არ იყო ჩამოყალიბებული, არამედ „აშშ-ის პრეზიდენტის დაჟინებულ თხოვნად“. აღნიშნულია, რომ ეს საკითხი დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების — სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის  ინიციატივით განიხილეს 9 ოქტომბერს მაიამიში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, FT-ის წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებას აპირებს. მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლებმა დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტის თხოვნა უსამართლოდ მიიჩნიეს და ამ თხოვნამ ორ მხარეს შორის „ნდობა სრულად გაანადგურა“. საბოლოოდ, უკრაინის დელეგაციამ აშშ დაგეგმილზე ადრე დატოვა და 10 ოქტომბერს მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა — მათ შორის ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის „დიზელის შეთანხმების“ გამოცხადების გამო.

Axios: ტრამპი რუსეთთან შეთანხმებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ზელენსკიმ მისი თხოვნები უგულებელყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ამერიკულ და სხვა ბაზრებზე დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების დადებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უგულებელყო მისი არაერთი თხოვნა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, — წერს საინფორმაციო პორტალი Axios ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. უკრაინის ლიდერი ასეთი შეტევების შეწყვეტას რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის სანაცვლოდ სთავაზობდა, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ტრამპი ამ ქმედებებს თანაბარმნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა.

„ზელენსკი ვითარებას არასწორად აფასებს. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ძირს უთხრის ნდობას, რომლის მოპოვებაც ტრამპისგან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეძლო“, — განუცხადა გამოცემას წყარომ. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეერთებულ შტატებსაც აზარალებს, რადგან ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდას იწვევს.

ამასთან, Axios-ის წყარომ უარყო განცხადებები, რომ აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის დელეგაციას სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტით დაემუქრნენ. მისი თქმით, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინულ მხარეს მხოლოდ შეახსენეს, რომ აშშ კვლავ საიმედო პარტნიორია და მას შეიარაღებასა და ინფორმაციას აწვდის.

პოპულარული

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

ყველა ამბავი

ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება

უკრაინისთვის დროა, აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, რომელსაც „შეთანხმების მიღწევა“ შეუძლია, განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა...

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...