ეს არის ზუსტად ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის ნაწილი, რომ ყველაფერი იგეგმება, ყველაფერი ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე ჩნდება მეტი და უკეთესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ის ადამიანები, ვისაც სჭირდება სოციალური მხარდაჭერა, მათთვის უფრო მეტი რესურსი ხმარდებოდეს ამგვარ საჭიროებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამიტომ, ეს ხაზგასასმელია, რომ საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვა, მისი განხორციელება, მონიტორინგი, ყველაფერი ეს ხორციელდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს წლიდან წლამდე ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, რომ სოციალურ საჭიროებებს მოემსახუროს.
აი, სწორედ ერთერთი ასეთი გამოსახულებაა, საკმაოდ დიდია თანხა, რომლის მობილიზებაც საჭიროა იმისთვის, რომ მაგალითად, გაზრდილი მოცულობით დაფინანსდეს მაგალითად საპენსიო ზრდა მოქალაქეებისთვის და საბედნიეროდ, ეს საკმაოდ შთამბეჭდავია, ეს არ არის პატარა ზრდა, ეს საკმაოდ დიდი ზრდაა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა მოქალაქეებისთვის. საბედნიეროდ, შეიძლება ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდისა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე გაცილებით მეტი დაიხარჯოს.
ამბობს ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე TV იმედის ეთერში, 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45-ლარიან ზრდაზე.


