რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე დღეს, შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას ვითარების შესაფასებლად მეტი დრო სჭირდება.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტი 60 დღემდე პერიოდს გამოიყენებს იმ სანქციებისა და ტარიფების ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად, რომელთა მოქმედებაც ერთი დღით ადრე შეაჩერა.

„ბევრმა თქვენგანმა ჯერ არ იცის, რა არის ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ გავარკვევთ და თქვენც გაიგებთ“, — უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში, თავის კლუბ „მარ-ა-ლაგოში“.

სანქციებისა და ტარიფების მოქმედება ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეჩერდა. ენერგომატარებლების მაღალი ფასების გამო ტრამპზე ზეწოლა იზრდება, ირანთან ომი კი ნავთობის გლობალურ მიწოდებას აფერხებს.

პარასკევს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც შეაჩერა „გრემის აქტის“ სახელით ცნობილი კანონით გათვალისწინებული ძირითადი სანქციებისა და ტარიფების მოქმედება. თავად ამ კანონს მან ხელი გასულ თვეში მოაწერა იმ კანონმდებლების მოწოდებით, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება სურთ.

ზომები, რომლებიც რუსულ საქონელზე ტარიფებსა და რუსული ნავთობისა და გაზის შემსყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებს მოიცავდა, მომავალ კვირას უნდა ამოქმედებულიყო. პარასკევის განკარგულებაში არ იყო მითითებული, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა შეჩერება, თუმცა რუბიოს თქმით, ტრამპმა საკითხის შესასწავლად 60-დღიანი პერიოდი აირჩია.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს, ეს 60 დღე გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რას ნიშნავს როგორც სანქციების, ისე ტარიფების დაწესება გლობალური ეკონომიკისთვის და თავად აშშ-ის ეკონომიკისთვისაც“, — განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს უზბეკეთში გასამგზავრებლად თვითმფრინავში ჩასხდომამდე.

ვითარებას ართულებს ის, რომ „გრემის აქტი“ ითვალისწინებს არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ტარიფებს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზეც, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ. რუბიომ მაგალითად დაასახელა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი ინდოეთი, რომელმაც ენერგომომარაგების წყაროები გაამრავალფეროვნა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე.

პარასკევის აღმასრულებელი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა. მან თქვა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაათამამებდა და ომს გაახანგრძლივებდა.

სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა სენატორმა დარლინ გრემმა, რომლის გარდაცვლილი ძმა ლინდსი გრემი მისი სახელობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ამ საკითხზე პრეზიდენტთან საუბარს მომავალ კვირას გეგმავს, როდესაც ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად ჩავა.

„პირადად მე რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებას ავირჩევდი, — უთხრა მან ჟურნალისტებს შაბათს. — იმიტომ, რომ არც პუტინს ვენდობი და არც რუსეთს“.

დიზელის საწვავის მიწოდება

რუბიომ ასევე დაიცვა აშშ-სა და რუსეთს შორის ცალკე მიღწეული შეთანხმება გლობალურ ბაზრებზე დიზელის საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ. შეთანხმების მიზანია საწვავის ფასების შემცირება, რომლებიც ირანთან ომისა და ენერგომომარაგების შეფერხების ფონზე გაიზარდა.

ტრამპის თქმით, შეთანხმების ფარგლებში რუსეთი თავდაპირველად შეერთებულ შტატებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს მიაწვდის. მიწოდება ნოემბერშიც და შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება.

„ეს დიზელის საწვავი ნებისმიერ შემთხვევაში გაიყიდება, — განაცხადა რუბიომ. — განსხვავება მხოლოდ ისაა, რა რაოდენობას მიიღებდა შეერთებული შტატები“.

რუბიოს თქმით, დიზელის საწვავზე შეთანხმება და სანქციების მოქმედების შეჩერება აჩვენებს, რამდენად რთულია ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებთან გამკლავება, რომლებმაც გლობალური ენერგომომარაგება შეაფერხა.

„მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ეს კონფლიქტები უკვე ერთმანეთს ეჯახება“, — განაცხადა მან.

პოპულარული

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება...

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI

"ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია " "საერთაშორისო...

რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე: მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დარღვეული შეთანხმება

15 ოქტომბრის ღამეს და გამთენიისას რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე...

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე...

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. რა განცხადებები გაკეთდა თბილისსა და ლუქსემბურგში

ლუქსემბურგში, ევროპის საკონფერენციო ცენტრში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე...

პენიტენციურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს – კობახიძე

ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ...

ყველა ამბავი

ლიეტუვასა და ლატვიაში ცაში უცნობი ობიექტის გამო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარე პანევეჟისისა და შიაულიაის ოლქებში, კვირას, 18 ოქტომბერს, დილით საჰაერო განგაშის...

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა და საწვავის მაღალი ფასების წინააღმდეგ. პარიზსა და მარსელში დემონსტრაციები პოლიციასთან...

კიევის ასობით მცხოვრები მერ კლიჩკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომას მოითხოვენ. მედიის შეფასებით,...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ სოციალურ...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. უმრავლესობის სხდომამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა....

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...