სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

“სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო”  – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის“.

„აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს და ა.შ., უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთან ერთ-ერთი შეხვედრისას ისიც კი მითხრა, რად გინდათ ამხელა ხელფასი პატრულისთვის, ისიც საკმარისია, რომ მოწმობა და იარაღი მიეცით და დანარჩენს თვითონაც იშოვიანო. ტიპური რუსი ოლიგარქის ლოგიკა და მაშინ ამაზე დავცინე.ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო, ჩვენს მიერ ბიუჯეტით აშენებულ, გორის და სენაკის უზარმაზარი სამხედრო ნაწილების ფონზე და ამაზე სულ წუწუნებდა. დანარჩენი არცერთი თეთრი არ დაუხარჯია არც ხელფასებში, არც ეკიპირებაში, არც შენობაში.ჩვენ კი ვხარჯავდით იმ ფულს, რომელიც ბიუჯეტში გაჩნდა იმის გამო, რომ ერგნეთის შავი ხვრელი დავგმანეთ და მთავრობა აღარ იპარავდა. თორემ რაც ივანიშვილი მოვიდა ჯარს და პოლიციას არცერთი ახალი შენობა არა დამატებია და აი ფული კი უზარმაზარი რაოდენობით მოტეხა ივანიშვილის ბანდამ.მე უფრო ის მიკვირს, რომ 2012 წლიდან 14 წლის შემდეგაც ასე ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას და ძალიან უცნაური იქნება, თუკი ამას, ვინმე დაიჯერებს“,- წერს სააკაშვილი.

პოპულარული

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი: „ოცნებისა“ და ენმ-ის არგუმენტები საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის...

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო...

“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა,...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000...

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ის...

როსსელხოზნადზორის ცნობით, მათი სპეციალისტები საქართველოში სურსათის სააგენტომ მიიწვია

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, როსსელხოზნადზორი ავრცელებს...

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა...

ყველა ამბავი

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს,  ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი   სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ...

მოგვკლეს – რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს. რედაქციამ ამის შესახებ, დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა. მათი...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონის შერბილება სთხოვეს. Reuters-ი ამის შესახებ ოთხ...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და შიგნით მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ...

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით ხვიჩა ცხაკაიას  ბრალად ედება ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობა.2005...

ბათუმში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბათუმში ორი არასრულწლოვანი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ...

ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance გატეხეს

ბოროტმოქმედებმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს. შეფასებით, ზარალმა შესაძლოა 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ...

უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს! – ბუდანოვი

"უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს!', - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სოციალურ...

სახელმწიფოს და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი – მეუფე გიორგი სამორინეებზე

"მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს....

დავით ქართველიშვილი საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ...

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც   სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა...

ისრაელის არჩევნები: ხმების 89%-ზე მეტი უკვე დათვლილია, თუმცა კოალიციის შექმნის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. რა მოხდება შემდეგ?

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების 89,8%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი უფრო მეტ ხმას იღებს, ვიდრე...