უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა დაღუპული და მძიმედ დაჭრილი სამხედროების სახით 54 400 ადამიანი შეადგინა.
პრეზიდენტის, განცხადებით ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთ თვეში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ დღიური დანაკარგების ახალი რეკორდიც დაამყარა — ერთ დღეში 2 250 სამხედრო დაკარგა.ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 96.2 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს. ეს 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია იმ ტერიტორიაზე, რომლის დაკავებაც რუსეთის ძალებმა იმავე პერიოდში მოახერხეს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აგრესორისთვის ომის ყოველი დღე მაქსიმალურად ძვირი ღირდეს. ამ უაზრო დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთისთვის სრულიად საკმარისია ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიის გზის არჩევა“, — განაცხადა ზელენსკიმ.


