საგარეო ევროკომისიის ანგარიშს “ფაქტობრივ უზუსტობებს და მცდარი შეფასებებს” უწოდებს

“ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს” – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის გაფართოების შესახებ კრიტიკულ ანგარიშს.

“როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.

სამწუხაროა, რომ საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას.

შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს.

მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის  მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც  ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს.

სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის” – აცხადებს საგარეო უწყება.

პოპულარული

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს...

თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება – ბარაკ ობამა ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თეთრი სახლი...

ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა და ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ  ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება...

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა...

NASA-ს მარსის იმიტირებული მისიის ეკიპაჟმა იზოლაციაში გატარებული 378 დღის შემდეგ საცხოვრებელი მოდული დატოვა

ეკიპაჟის ოთხმა წევრმა, რომლებიც მარსის იმიტირებულ მისიაში მონაწილეობდნენ, ჰიუსტონში,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე...

ყველა ამბავი

ტრამპის პოლიტიკური კატასტროფა: როგორ და რატომ ჩამოართვეს დემოკრატებმა რესპუბლიკელებს კონტროლი კონგრესზე

დემოკრატებმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარეს. დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც სულ რაღაც ორი...

არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ – კალასი

"არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ"-თქვა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში...

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ!"- წერს ამის შესახებ, ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე, რითიც...

გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო – მარტა კოსი

"ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო."  -...

“ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!!” – ნინო ჟიჟილაშვილი [video]

მეტრო დელისის მიმდებარედ, „ფორმულას“ შენობაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტელეკომპანიის ოფისის ქვედა, - მე-16 სართულზე გაჩნდა. ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი...

ევროკომისიის ანგარიში: საქართველო კანდიდატია მხოლოდ ქაღალდზე, სახელმწიფოს მიტაცების რისკი ყველაზე მაღალია

ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგშია ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტი, რომელიც კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი...

ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის – პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

"თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის...

“45 870 ლარის სამშენებლო მასალები თაღლითურად მიისაკუთრა” – 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამშენებლო...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს მოიპოვებენ და რესპუბლიკელებს უმრავლესობას ჩამოართმევენ — ასეთია წინასწარ მონაცემები.აშშ-ში კონგრესის...

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

4 ოქტომბრის სქმეზე დაკავებულმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ორივე მათგანმა მედიასთან კომენტარი...

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს.ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება – შიო III

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს  - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული ოცნების" მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა დაცველებზე.  ამის შესახებ, მან  ელის...