თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? – გვარამია ნადარაიას

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვისას, სადაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა.

„მე არ ვიცი, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა იძახის, რომ ეს [ბმულები] არის მტკიცებულება და მატერიალური ფორმით მტკიცებულება, არ უნდა იყოს მოტანილი. მე არ ვიცი, ამას როცა ამბობთ, რას ეყრდნობით. უამრავი საქმე გვქონია საერთო სასამართლოებში, სადაც არ ითვლება ეს მტკიცებულებად. მე არ ვიცი ეს „ლინკები“ სწორად გადავა თუ არა. არ არის ეს მტკიცებულება. ფორმა დაუცველიცაა. შინაარსი არ გამოვიკვლიოთო, მსგავსი არაფერი გამიგია, არცერთ პროცესში. პირდაპირ გეუბნებით, რომ ინკვიზიციურობა არ გამოიყენეთ, კანონის დარღვევით და მტკიცებულებაში რაც მიუთითეთ, არის სრული კანონდარღვევა. თქვენივე გადაწყვეტილებებს მიგითითებთ, სადაც სახელი და გვარი მოწმის დადგენილი არ არის და თქვენ თავად ადგენთ. თქვენი განჩინებით, კანონი დაარღვიეთ. თქვენ თქვენი საპროცესო უფლებები გაქვთ, მე ჩემი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება ვინმემ არ იცის საკუთარი საპროცესო უფლებები, მაგრამ მე ვიცი, ამიტომ მალაპარაკეთ თუ შეიძლება[…] ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, ძალიან გთხოვთ, მაცადოთ საუბარი[…] მე ვასაბუთებ შუამდგომლობას და მაცადეთ, ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! შეჯიბრობითობა არავის გაუუქმებია ინკვიზიციურობის პარალელურად. თუ ვინმეს ჰგონია ასეა, არასწორად იცის ან კანონი, ან სამართლის თეორია ან ორივე ერთად. თუ არ გამომაკვლევინეთ ეს მტკიცებულება, როგორ უნდა დაგარწმუნოთ? მტკიცებულებების გამოკვლევის სტადია, მატერიალური მტკიცებულების თანდართვით და აქ გამოკვლევით, არის ის, რასაც სასამართლო ვერ გადახტება და არც უნდა გადაახტეს. ამიტომ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მას მიუთითა, რომ შუამდგომლობაზე ესაუბრა და სასამართლოში „ყველაფრის უფლება არ აქვს“.

„თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის. ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ. ჩემი განსახილველია, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან…“- აღნიშნა ნადარაიამ

პოპულარული

ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს – უნგრული მედია

უნგრული მედიის ცნობით,  დღეს, 9 ნოემბერს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ...

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით...

მაია სანდუ: მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც...

დრონებმა რიაზანს შეუტიეს – ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ავიაციას საწვავით ამარაგებს

რიაზანში ღამით მომხდარი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა ქარხანას, რომლის...

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი...

“ქართული ოცნების” პირობებში EU-ში ვერ შევალთ – კოალიცია ცვლილებისთვის

"ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ" - ...

თვითმფრინავი, რომლითაც ვუჩიჩის თანამოაზრეები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს

თვითმფრინავი, რომლითაც სერბი პოლიტიკოსები, ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები,...

ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა.მას...

ყველა ამბავი

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს,...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს - ამ სათაურით აქვეყნებს...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მოუწოდა, „სამართლიანი წვლილი“...

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, ბიზნესმენმა რომელიც პატიმრებს უვარგისი, მატლებიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების მომარაგების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო."პატიმრების...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები შეიყვანა. რა ვიცით რუსეთის დელეგაციის წევრების - ვლადიმირ მედინსკის, სერგეი...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის თანახმად, რუსული ბოტების ქსელი „მატრიოშკა“ საფრანგეთის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით...

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო სწრაფად აგროვებს. 2026 წელი დაკვირვებების ისტორიაში ოთხ ყველაზე ცხელ წელს...

რუსების მიერ, ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის პატიმრობა მიესაჯა

რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს...

დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე – ღარიბაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რითიც  მისი სასამართლო პროცესის დახურვას ეხმაურება."2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი...

 ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს,  ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის  საქართველოში – პაპუაშვილი

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს...

ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური – თურნავა ფარცხალაძეზე

"ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური " - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს...