საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროებას მოითხოვს

იბადება ეჭვი, რომ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად, აცხადებს საპატრიარქო.მის მიერვე გავრცელებული განცხადებით თანახმად, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. საპატრიარქო ასევე მოითხოვს მამა გიორგი მამალაძის წერილის გასაჯაროებას, რომელიც თავად მამალაძის ინფორმაციითვე, მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთავრებისთვის აქვს გაგზავნილი.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია, აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავი. სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ.

ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითრებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად; ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის.

სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს.

ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.

ასევე მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.

იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ”, წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატებმა და ოჯახმა პატრიარქს დეკანოზის შეწყალების საკითხე პრეზიდენტთან შუამდგომლობის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართეს, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ის ამჯერად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. რას ფიქრობს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაზე თავად მსჯავრდებული სასულიერო პირი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას ადვოკატები მოინახულებენ.

პოპულარული

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას...

ილაპარაკოს რაც უნდა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია – კობახიძე ლილუაშვილზე

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა...

რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს მეცნიერი — რუსეთისა და კანადის მოქალაქე

კომის რესპუბლიკის სასამართლომ ფილოსოფოს ნიკოლაი ზიუზევს შვიდი წლით თავისუფლების...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების...

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერი გადადგა

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა...

ყველა ამბავი

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე „ნავთობის ინდუსტრიის საკვანძო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტზე“ დარტყმები და, მათ...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს...

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც იმავე დღეს მათი ჟურნალისტები...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის...

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ...

პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი – ბესელია ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"საკვებ პროდუქტებზე პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი - ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა,...

Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი ღია წვდომაში არ უნდა მოხვედრილიყო. გეგმით...