{{ARTICLEIMAGE}}
პრინცი ჰარი ძმას, პრინც იულიამსს ცოლთან, მეგან მარკლთან ურთიერთობების დანგრევის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა The Sun წერს. გამოცემის წყარო დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ჰარი თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ თავის დროზე ვერ შეძლო დედის – პრინცესა დაიანას დაცვა სხვადასხვა შეტევებისგან და ახლა გადაწყვეტილია აქვს ყველანაირი გზით დაიცვას საკუთარი მეუღლე, ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი, რომელიც ბრიტანული სამეფო ოჯახისთვის მისაღებ კრიტერიუმებს იმთავითვე არ შეესაბამებოდა. ამის მიუხედავად წყვილი ამ წლის გაზაფხულზე დაქორწინდა.
“ის არ აპირებს აიტანოს აბსოლუტურად არანაირი კრიტიკა მეგანის მისამართით. ის იმდენად მგრძნობიარეა ამ თემის მიმართ, რომ ხშირად კრიტიკას და ნეგატივს ხედავს იქ, სადაც მსგავსი არაფერია“ – ამბობს წყარო.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, რომ სამეფო ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობები დაიძაბა.
ძმებს შორის ჩხუბს ასახელებდნენ იმის მიზეზად, რომ პრინცი ჰარი ცოლთან ერთად კენსინგტონის სასახლეში აღარ ცხოვრობს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს. ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ ახალდაქორწინებულ წყვილს ცალკე ცხოვრება უბრალოდ მეტი პრივატულობისთვის უნდა.