ჩვენი ტრადიციული ღირებულებებია შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა – ზურაბიშვილი

პარლამენტში პლენარული სესია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მიმდინარეობს.

“ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში.

სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს – ეს იყო გზავნილი ჰოლოკოსტის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავის აღსანიშნავ ფორუმზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს შემწყნარებლობის საკუთარი ტრადიცია გააჩნია, რომელიც უნდა გადავარჩინოთ და მსოფლიოს შევთავაზოთ”_აცხადებს ზურაბიშვილი.