MEGOBARI აქტის რეგისტრირებულ ვერსიას საგარეო კომიტეტი შემდეგ კვირას განიხილავს – რაუფოღლუ

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მომავალი კვირის დასაწყისში, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას, საგარეო კომიტეტი განიხილავს.

“როგორც წყარო მეუბნება კონგრესიდან, MEGOBARI აქტის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.ამასობაში, MEGBARI აქტის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, რომელიც ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან. მას ახლა 18 თანასპონსორი ჰყავს”. – წერს რაუფოღულო სოციალურ ქსელში.