მეზობელი წავკისში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიას ასახელებს

{{ARTICLEIMAGE}}
წავკისში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიაზე მოკლულის მეზობელი საუბრობს. მისი ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა საქმის გასარჩევად სახლიდან გაიყვანეს. მეზობელი ამბობს, რომ სახლიდან გაყვანის მიზეზი მკვლელობამდე მომხდარი ერთი ფაქტი გახდა. კერძოდ კი, “ხანჯლით შეიარაღებულ პირებს ახალგაზრდებმა ავარიის დროს ავტომობილის სარკე გაუტეხეს  და სწორედ ამას უკავშირდება მკვლელობაც”. მეზობელი იმასაც ამბობს, რომ საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული და ისინი ტაბახმელიდან არიან. 


გუშინ საღამოს, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გარდაცვლილები 26 და 28 წლის ახალგაზრდები არიან. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.



სამართალდამცავი უწყება დაპირისპირების ადგილზე ღამის განმავლობაში მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. ოფიციალური ინფორმაციით დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.