ამერიკული მძიმე მეტალ-ჯგუფის Slipknot-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯოუი ჯორდისონი, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
“ჯოუის სიკვდილმა გული დაგვწყვიტა და დაგვაცარიელა. ვთხოვთ ყველა ჯოუის მეგობარს, თაყვანისმცემლებსა და მედიას, რომ ამ რთულ მომენტში პატივი სცენ ჩვენს პირად სივრცეს და გამოიჩინონ პატივისცემა.” – ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკელმა კომპოზიტორმა და დრამერმა ჯოუი ჯორდისონმა ბენდი, შოუ კრეჰენთან და პოლ გრეისთან ერთად Slipknot 1995 წელს დააფუძნა.








![უკრაინამ დრონებით რუსულ ფრეგატ ადმირალ მაკაროვს დაარტყა [ვიდეო]](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/04/images-218x150.jpg)






