Covax-ის პლატფორმამ ვაქცინის განაწილება უკვე დაიწყო. პირველი 600 000 დოზა განაში გაგზავნეს

განა მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covax-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ეს პლატფორმა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ვაქცინაციის უზრუნველყოფისთვის არის შექმნილი. AstraZeneca –ს 600 ათას დოზიანი პარტია, რომელშიც ინდოეთშია წარმოებული ოთხშაბათს აკრაში ჩაიტანეს.

ვაქცინის პირველ მიმღებ ქვეყანად განა იმის გამო შეირჩა, რომ სხვებზე უკეთ მოემზადა ვაქცინაციისთვის. მოსალოდნელია, რომ პირველი აცრა უკვე მომავალი კვირის დასაწყისში გაკეთდება. პირველ რიგში ვაქცინას ჯანდაცვის სისტემის მუშაკები, 60 წელს გადაცილებულები, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მაღალჩინოსნები მიიღებენ.

განას მოსახლეობა 30 მილიონია. აქ პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 80 ათას შემთხვევაზე მეტი და გარდაცვალების 580 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ტესტირების პრობლემების გამო ეს ციფრები შეიძლება არაზუსტი იყოს.

Covax-ის პროგრამა ჯანმოს ხელმძღვანელობით შეიქმნა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის, ასევე ეპიდემიური მზადყოფნის სფეროში ინოვაციების კოალიციის მონაწილეობით.

პროგრამის ამოცანაა უღარიბესი ქვეყნები ვაქცინის მიმღებთა რიგში ბოლო არ აღმოჩნდნენ. ამაში მათ დაფინანსების საშუალებით 98 მდიდარი და განვითარებული ქვეყანა დაეხმარება.

ჯანმო თვლის, რომ 190 უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობა ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის 20%–ის ასაცრელად საკმარის დოზას მიიღებს საკუთარი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვის გარეშე, რაც ჯამში 2 მილიანდ დოზას შედაგენს.

Covax-ის პლატფორმიდან უკრაინა 16 მილიონ დოზას ელოდება. რამდენ დოზას ელოდება საქართველო ამ პლატფორმიდან და როდის, დაზუსტებით არავინ ამბობს. საუბარია წლის ბოლომდე ჯამში 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, რაც 700 000 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.  პირველ ეტაპზე საუბარი იყო მარტის ბოლომდე 200 00 დოზამდე AstraZeneca–ს ვაქცინის შემოტანაზე. თუმცა ამ დღეებში ითქვა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ვადების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

პოპულარული

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყო პრეპარატის შექმნას, რომელმაც შესაძლოა დაბერების პროცესი შეანელოს– The New York Times.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც თავდაპირველად ფილტვის...

რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე...

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის...

თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ გავალთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ  თუ ერევანი თვლის, რომ...

შარმანაშვილი – ღარიბაშვილზე „დიფ სთეითმა“ იმოქმედა

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების...

სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა

"ქართილი ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი...

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერია: მონოპოლიები, რუსული კავშირები, ოფშორები და პოლიტიკური გავლენა–TI-ის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვრცელ კვლევას აქვეყნებს ბიზნესმენის შესახებ, რომელიც...

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი...

ყველა ამბავი

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები „უახლოეს თვეებში აიღებენ“. „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“, — დაწერა დუგინმა თავის...

უკრაინა პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი წყლის კომპანიის წილის ჩამორთმევას ცდილობს–ნახეთ დავის დეტალები

ბრიტანული გამოცემა the guardian სტატიას აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებასთან. “უკრაინა ბრიტანელი თეატრალური პროდიუსერის მილიარდერი ოჯახის...

კანადის საპასუხო ტარიფები აშშ-ის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

კანადამ ამერიკულ საქონელზე დამატებითი, 50%-მდე ტარიფები დააწესა აშშ-ის ანალოგიური ზომების საპასუხოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავიამწარმოებელ Bombardier-ს მოსთხოვა, თვითმფრინავები...

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, ტელეფონით განიხილეს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და...

რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ხელმძღვანელობით მზადდებოდა დივერსია, რომლის აღკვეთაც მოხერხდა. უწყების ცნობით, სამშაბათს,...

სუს-ის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემის საკითხი – სუსი

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს....

ევროკავშირი უკრაინას “პეტრიოტების” შესაძენად 3.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეთანხმებას უკრაინისთვის "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო კრიტიკული პროდუქციის...

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ მხეიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების...

უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

უნგრეთის მთავრობამ 8 სექტემბერს რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი დაითხოვა და მათ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა...

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს.ემი დიაზი კვლავ მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება.ინფორმაციას აშშ-ის საელჩო...

დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა. გელოდები – წითლიძე გვარამიას

" დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა" -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე სოციალურ...

ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის...