პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე არასრულწლოვანი იპოვა. ერთი მათგანი მათ ლილოში რამდენიმე საათის წინ იპოვა, მეორე კი – ისანში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
ახალგაზრდები ერთმანეთის მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს დილის 10 საათზე გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.