დღეიდან პარტია მოქალაქეების წევრები – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
დეპუტატები პარლამენტში დილიდან მივლენ.
დღეს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებას განიხილავს.
ცნობისთვის, პარტია მოქალაქეებმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს.