ბრიჯიტ ბრინკის ირგვლივ სკანდალი გრძელდება

spot_imgspot_img

{{ARTICLEIMAGE}}

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოს მთავრობამ თბილისში ამერიკის ელჩის დანიშვნის პროცესი შეაყოვნა და სავარაუდოდ, დაბლოკა კანდიდატი, რომელიც ამ პოსტზე იყო შერჩეული. საქართველოს მთავრობა ბრიჯეტ ბრინკის დაბლოკვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და სპეკულაციად აფასებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ქართულ და ამერიკულ ანონიმურ წყაროებს ეფუძნება, ბრინკის სავარაუდო დაბლოკვის მიზეზი ის შეხედულება გახდა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და ამასთან, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მაღალ ეშელონებთან მყარი პერსონალური კონტაქტები არ აქვს.

ბრიჯეტ ბრინკი 2015 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და რეგიონალური კონფლიქტების საკითხებზე მუშაობდა. 2011-2014 წლებში ბრინკი თბილისში ამერიკის ელჩის მოადგილე იყო. ხოლო 2005-2008 წლებში საქართველოში პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებს კურირებდა. 2009-2010 წლებში მას ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სამხრეთ კავკასიის მიმართულება ებარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ “ამერიკის ხმისთვის” გამზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ “გავრცელებული ინფომაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მსგავსი სახის დეზინფორმაცია მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ადრეც და ქართულმა მხარემ, ისევე როგორც აშშ-მ უკვე უპასუხა ამ საკითხს, მათ შორის, თბილისში ვიზიტის დროს შესაბამისი განმარტება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის უშოშროების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა”.

ოქტომბერში, თბილისში ვიზიტის დროს ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ არ იცის, როდის დაინიშნება საქართველოში ამერიკის ელჩი, რადგან “ეს სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება”.

შეერთებული შტატების სხვა ოფიციალური პირები ამ თემაზე საჯარო განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ჯერ კიდევ ოქტომბერში გააკეთა კომენტარი ამ თემაზე და თქვა, რომ “სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში საქართველო მონაწილეობას არ იღებს. ეს არის სპეკულაციები და არასერიოზულია ამაზე საუბარი”.

ამ თემას არასერიოზულად არ აფასებენ საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში. დევიდ კრამერი, რომელიც სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი თანაშემწე იყო, “ამერიკის ხმასთან” აცხადებს, რომ ბრიჯეტ ბრინკთან დაკავშირებული ამბის დეტალები ბოლომდე არ იცის, თუმცა “რაც არ უნდა ყოფილიყო [ელჩად მისი არ დანიშნვის] მიზეზი, ეს არ იყო ჭკვიანური ნაბიჯი. თუ თბილისმა აგრემანის მინიჭებაზე უარი თქვა იმის გამო, რომ მათ კანდიდატი არ მოსწონდათ, სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა გადაეწყვიტა შეებრუნებინა თუ არა ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შებრუნება, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა”.

ამ შეხედულებას ამყარებს ის ფაქტი, რომ 203 ელჩის პოზიციიდან, სადაც როგორც ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენილი ამერიკის ელჩები შედიან, 67, ანუ დაახლოებით, მესამედი, დღემდე ვაკანტურია.

ამ პირობებში, ნებისმიერი შეყოვნება საქართველოში ელჩის დანიშვნის პროცესში თითქმის ავტომატურად ნიშნავს ამ პროცესის უვადოდ გაჭიანურებას. შეყოვნება, ცხადია, ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მათ შორის, მთავარი მიზეზები კანდიდატის არ არსებობა, სენატის მიერ ნომინატის დამკტიცებაზე უარის თქმა ან კანდიდატისთვის აგრემანის არ მინიჭება იწვევს. “აგრემანი” ტექნიკური ტერმინია, რომელიც მასპინძელი ქვეყნის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის მიღებაზე თანხმობას ნიშნავს.

კრამერს, რომელიც ახლა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარია, ახსოვს ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელიც მასპინძელი ქვეყნისთვის, საბოლოო ჯამში, ცუდად დამთავრდა. მაშინ ამერიკამ ერევნიდან საკუთარი ელჩი გამოიწვია და პოზიციაზე ახალი ადამიანი წარადგინა. სომხეთის მთავრობამ აგრემანის გაცემა გააჭიანურა. “ერევანში ამერიკის ელჩის დანიშვნას დიდი დრო დასჭირდა და ამას ამერიკა-სომხეთის ურთიერთობებისთვის ხელი ნამდვილად არ შეუწყვია. საქართველოც იგივე რისკს იქმნის. იან კელი, რომელმაც საკუთარი მოვალეობა სამაგალითოდ შეასრულა, საქართველოდან მარტში წამოვიდა. ბრიჯეტი მისი არაჩვეულებრივი შემცვლელი იქნებოდა”, აცხადებს კრამერი.

კრამერი საქართველოში ხშირად ჩადის და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა მხარესთან ხშირი ურთიერთობა აქვს. მას მიაჩნია, რომ ბრიჯეტ ბრინკი “ნამდვილი პროფესიონალი დიპლომატია, რომელსაც საქართველოში არაჩვეულებრივი გამოცდილება აქვს. ის ქვეყანას ძალიან კარგად იცნობს. რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და ეს არასაჭირო, თვით-გამოწვეულ ზიანს აყენებს საქართველოს.”

შეერთებულ შტატებში ელჩების დანიშვნა ორი პრინციპით ხდება, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, თეთრი სახლი წინასწარ განსაზღვრულ ქვეყნებში პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ ადამიანებს გზავნის ელჩებად. ეს ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი და სხვა მსგავსი მნიშვნელობის მქონე ქვეყნები. დანარჩენ დიპლომატიურ პოსტებს კი ე.წ. კარიერული დიპლომატები ავსებენ. საქართველოს შემთხვევაში პოსტს სწორედ კარიეკული დიპლომატები იკავებენ. ბრიჯეტ ბრინკის საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში, ის თბილისში კარიერული და არა პოლიტიკური ხაზით ჩავიდოდა, როგორც ეს მისი წინამორბედების შემთხვევაში ხდებოდა.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე დიპლომატი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დანიელ ფრიდი იმედს იტოვებს, რომ გავრცელებული ამბავი სიმართლე არ არის. “ბრიჯეტი, ზოგადად, არაჩვეულებრივი ელჩი იქნებოდა და ის განსაკუთრებით კვალიფიცირებული იყო საქართველოში ელჩობისთვის”.

ფრიდი ამბობს, რომ ბრინკის “პრო-სააკაშვილობა სისულელეა”. “ის თანამშრომლობდა სააკაშვილის მთავრობასთან, ისევე როგორც ვთანამშრომლობდი მე და ბევრი სხვა ადამიანი. და ეს იმიტომ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს, საქართველოს დემოკრატიას, ქვეყნის თავისუფლებას და დასავლეთთან დაახლოების სურვილს. სააკაშვილი კი იყო ლიდერი, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია”, თქვა ფრიდმა “ამერიკის ხმასთან”.

“ბრიჯეტ ბრინკი იმდენად ძლიერი და ეფექტური პროფესიონალია, რომ მე უბრალოდ გაოგნებული ვარ იმით, რომ საქართველოში რომელიმე ლიდერს შეეძლო გადაეწყვიტა ის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის ბრიჯეტის სიძლიერე წაერთმია”.

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას მარტში იან კელის მისიის ამოწურვის შემდეგ, მისი მოადგილე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა. რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ვაშინგტონიდან როს უილსონი გაიგზავნა, რომელიც ასევე კარიერული დიპლომატია.

სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ეტაპზე ელჩის ნომინაციაზე კანდიდატი არ ჰყავს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ვადის დამთავრებამდე, საქართველოს სენატის მიერ დამტკიცებული ელჩი არ ეყოლება. 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 203-დან ჯამში 136 ელჩია დამტკიცებული, აქედან 69 (50.7%) კარიერული დიპლომატია და 67 (49.3%) პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული.

წყარო – “ამერიკის ხმა”

spot_imgspot_img

პოპულარული

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის...

ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები...
spot_img

ყველა ამბავი

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოპციალურ ქსელში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-მა (FPF) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში...