“ქართული ოცნების” პარლამენტმა, გელა გელაძე სუს-ის უფროსად დაამტკიცა

“ქართული ოცნების”  პარლამენტმა სუსის უფროსად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაამტკიცა. საკითხის პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტამდე გელაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.

გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 12-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

სუსის უფროსის პოსტზე გეკა გელაძემ ჩაანაცვლა მამუკა მდინარაძე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. საკადრო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს გამოაცხადა. გეკა გელაძე შს მინისტრის პოსტზე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.

გელა გელაძე წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში.