“არა! KHIDI არ იქნება Echowaves 2019-ზე” – ხიდის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი

ყველასათვის კარგად ცნობილი ღამის კლუბი “Khidi”-ს დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი საკუთარ ფეისბუქზე წერს რომ წელს “Khidi” არ იქნება “Echowaves 2019” -ზე. დამფუძნებელი ამის მიზეზად მენეჯმენტის გაუმართაობას ასახალებს. 

“არა! KHIDI არ იქნება Echowaves 2019-ზე!
მინდა მოკლედ მოგიყვეთ KHIDI-ს წინა წლის გამოცდილებაზე Echowaves 2018-თან.

შარშანდელი 26 აგვისტოს შემდეგ, უშედეგოდ ვცდილობდი, რომ ეს ფესტივალი და თავისი მახინჯი Gem Fest-ის ბექგრაუნდი ანაკლიას მოშორებოდა. ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ მომიწია საპირისპირო მხრიდან ტერორის გადატანა მეილებსა თუ წერილებში. თუმცა, მჯეროდა რომ ფეისბუქზე ამ თემის წამოწევით ისედაც დაქსაქსულ სცენას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიადგებოდა. ვიყავით ჩუმად, იმიტომ რომ არაერთხელ მივიღეთ სიტყვიერი გარანტია, რომ ეს ფესტივალი ამ ფორმით აღარ ჩატარდებოდა.

3 წლიანი KHIDI-ს რეპუტაცია ისე მოვიდა დღემდე, რომ არავისზე გადაბრუნებული სიტყვა და მითუმეტეს ტყუილი არ გვითქვამს და ხალხმა ეს კარგად იცის! მიუხედავად ამისა, ამ პოსტს სავარაუდოდ ისტერიული თავდასხმა მოჰყვება ფინანსურად მოტივირებული ჯგუფისგან.

დღეისთვის უკვე ნათელი ხდება, რომ ჩემი და რამდენიმე ადამიანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და გრძელდება ის მავნე პრაქტიკა, რაც წინა ფესტივალზე დაინერგა. ეს კი ხდება ანაკლიაში, დღეისთვის ეკონომიკურად ყველაზე ტურბულენტურ ზონაში საქართველოს მასშტაბით. დღეს, როდესაც თბილისი და ზოგადად საქართველო მსოფლიო ელექტრონული მუსიკის რუკაზე ოქროს ასოებითაა დაწერილი, მსგავსი ყოველწლიური უმსგავსობა ისევ და ისევ იმ სცენას აზარალებს, მათ ვინც სიმწრით მიაღწიეს იმას რაც გვაქვს!

ეს სტატუსი არ ეხება რამის დაბრუნებას, არ ეხება რამის წართმევას!
ეს სტატუსი ეხება შარშანდელ ჩემს პირად გაუგებარ და დამამცირებელ გამოცდილებას რაც ექოვეივსის მენეჯმენტთან მქონდა. მართლა მეგონა რომ GEM FEST-ის მერე რამე შეიცვლებოდა, მეგონა რომ გაცილებით უფრო უკეთესი მენეჯმენტი ეყოლებოდა. ფესტივალის პირველი დღიდანვე ნათელი გახდა, რომ KHIDI არავითარ შემთხვევაში (!) აღარ ჩაერთვებოდა მომდევნო Echowaves-ზე.

კი! გვჯეროდა, რომ EXIT-ის, როგორც საერთაშორისო წარმატებული ბრენდის შემოსვლა ქართულ ბაზარზე დადებითად აისახებოდა ზოგადად ქართულ საფესტივალო კულტურაზე.

საბოლოოდ, EXIT-ის გამოცდილების ნაცვლად, მივიღეთ Gem Fest-ის უკეთესად შეფუთული გადათამაშება. ასევე გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ ქართულ სცენას აუცილებლად სჭირდება დეცენტრალიზაცია. ფაქტია, რომ არა ჩვენ და ჩვენი ერთგული მსმენელი, Echowaves 2018 ვერ შედგებოდა და გუშინდელ მათ ლაინაფის დაანონსებაზე ხალხის რეაქცია ამის ნათელი მაგალითია!

ერთი წლის წინ ამ მართლა მავნე მენეჯმენტის დამოკიდებულება რიგითი მსმენელის, ქართველი არტისტების, მათივე სტაფის, თუ ზოგადად ქართული სცენის მიმართ არის ისეთივე შავი ლაქა, რაც გიორგი სიგუამ დაგვიტოვა. რეალობაში კი, წავიდა გიორგი სიგუა, თუმცა სხვა ყველა დარჩა!

ამ მატყუარა კანტორასთან ურთიერთობას არავის ვურჩევ. გაიზიარებთ იგივე ცუდ გამოცდილებას, რაც მე და სხვა ადამიანებმა მივიღეთ 2018 წელს.ერთწლიანი სიჩუმე ჩვენი უდიდესი შეცდომა იყო!წელს ხიდი თავისი სთეიჯით არ იქნება და არ იქნება ანაკლიაში მანამ სანამ ეს გაუგებარი მენეჯმენტი იქნება სათავეში!” -წერს თამუნა აქსანდერ

შეგახსენებთ რომ “Khidi” დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. კლუბი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ხოლო სახელი გამომდინარეიბს ადგილმდებარეობიდამ რადგან კლუბი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან არის განთავსებული.

პოპულარული

“აივანზე “ტენტების” მონტაჟისთვის ავანსად ₾24 000 გამოართვა და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა” – დააკავეს 1 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი...

ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან – მათიკაშვილი

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან -...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა -...

ერთ-ერთი დაღუპული ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო – ადგილობრივი ფონიჭალის ტრაგედიაზე

"ერთ-ერთი დაღუპული ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა...

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა...

ღამით მანქანის ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა – შსს

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100...

თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ – კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე

კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული...

ყველა ამბავი

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...

28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს – ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქებაზე

"28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს ავრცელებენ."ღრმა მწუხარებას...