ნიკა გვარამიამ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

spot_imgspot_img

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მძარცველი, ვინმე ბადრი ესებუაა. ამის შესახებ მან “მთავრი არხის” სპეციალურ გამოშვებაში, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა.

“სპეცოპერაცია ჩატარდა და დასრულდა წარუმატებლად, ალყაში მოქცეული ტერორისტი თუ, რაც გნებავთ ის დაარქვით, შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლების ამყვანი და ასე შემდეგ, გაექცათ. მე ვუთხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მივწერე ქალბატონ გიორგობიანს და ვუთხარი, რომ მე მეტი ინფორმაციას ვერ შევინახავდი, თუ რამე გაქვთ ახლა სათქმელი მითხარით, თუ რამე პრობლემატურია იმაში, რომ გამოვალ და დავილაპარაკებ. ასე წერია მანდ – ვიცი, რომ ესებუა გაგექცათ”, – დიახ, ესებუა გაექცათ. – ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას ინფორმაციითვე, მძარცველი ბადრი ესებუა 1988 წელს დაბადებულია და მუშაობს სენაკის მეორე ბატალიონში, იქ სადაც “ვითომ მძევალი” დავით ხვიბლიანი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ  ზუგდიდში, ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს, იცის ვინაობაც და შედეგებს გაასაჯაროებს.

ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა მოლოდინაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ გვარამიას მიერ დასახელებული ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება:

“მთავარი დეზინფორმაციული სამსახური განაგრძობს სიცრუის გავრცელებას! გვარამიას მიერ დასახელებული სახელი და გვარი ბადრი ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე!“– წერს ნიკა მოლოდინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  “მთავარი არხის” ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

spot_imgspot_img

პოპულარული

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ -...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან -...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“...

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის...
spot_img

ყველა ამბავი

მოსკოვის ოლქში დრონების შეტევის შემდეგ Wildberries-ის საწყობი იწვის

მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო ოლქში, სოფელ კოლედინოში მდებარე Wildberries-ის მორიგ საწყობში უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, — იუწყება...

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონგმა შაბათს ჩრდილოეთ კორეას საჯაროდ შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება ომის დასრულების შესახებ, რომელიც ფორმალურად უკვე 70...

რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კონტროლს გააძლიერებს

რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ერთიან მონაცემთა ბაზაში გაერთიანდეს არა მხოლოდ დაგეგმილი მგზავრობების შესახებ ინფორმაცია, როგორც ეს 2024 წლიდან უკვე...

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ საწარმოზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

შაბათის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ფლამინგოს“ რაკეტებით სამარის ოლქში მდებარე ცენტრ „პროგრესს“ შეუტიეს - „როსკოსმოსის“ საწარმოს, რომელიც ელექტრონიკის წარმოებით...

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული...

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...