ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მიზეზად ბესელიამ მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხი დაასახელა.

“ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურის სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ სიაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნდა, მიმაჩნია და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა”, განაცხადა ეკა ბესელიამ.
{{VIDEO}}


პოპულარული

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე...

ჩინეთის ლიდერი აშშ–ში ჩადის. რას უნდა ველოდოთ სი ძინპინის დონალდ ტრამპთან ვიზიტისგან

ჩინეთის უცვლელი ლიდერი სი ძინპინი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში...

არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში: მემარცხენე პარტია და AfD იმარჯვებენ

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანდტაგის არჩევნებში, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით,...

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი, ეპიდემიოლოგების...

კრემლის პროპაგანდისტი კობახიძის განცხადებას „ბრძნულს“ უწოდებს და „ოცნებას“„პოლიტიკურ რეალიზმს“ უწონებს

კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს...

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს პროკურატურამ...

ყველა ამბავი

ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.როგორც ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრის, ლევან...

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. ბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა...

ჩინეთის ლიდერი აშშ–ში ჩადის. რას უნდა ველოდოთ სი ძინპინის დონალდ ტრამპთან ვიზიტისგან

ჩინეთის უცვლელი ლიდერი სი ძინპინი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავა — პირველად 2015 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპის მიერ მოწყობილი...

საუდის არაბეთი მზად არის საკვანძო ნავთობსადენის „აღმოსავლეთი — დასავლეთი“ მუშაობა განაახლოს. ეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობსადენის — „აღმოსავლეთი...

არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვედრაზე განუცხადა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური...

ევროკავშირი რუსი მილიარდერების, უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, სანქციების სიებიდან ამოიღონ რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და ალიშერ უსმანოვი, — იუწყება Reuters-ი ანონიმ...

ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: „მე მზად ვარ, პუტინს ნებისმიერ დროს შევხვდე“

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინს შეხვდეს, ხოლო შეერთებულ შტატებს...

სამშვიდობო შეთანხმება ირანთან, რეჟიმის შეცვლა კუბაში და სუპერინტელექტი – რაზე ილაპარაკა ტრამპმა გაეროში გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს, გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ის კონგრესის შუალედური...

რა შეტყობინება მიიღო სამირა ბაირამოვამ მას შემდეგ, რაც ქალზე ძალადობის ფაქტს შეესწრო და კადრები გაავრცელა

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქალზე ძალადობის ფაქტს შეესწრო  და კადრები გაასაჯაროვა,  დმანისიდან, მოძალადის...

გერმანიაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ავიაბაზასთან ჩამოვარდა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი სამშაბათს გერმანიაში, შპანგდალემის აშშ-ის ავიაბაზის მახლობლად ჩამოვარდა.შპანგდალემის ავიაბაზა გერმანიის დასავლეთით, ლუქსემბურგის საზღვართან ახლოს, ფედერალურ მიწა რაინლანდ-პფალცში...

ესპანურმა მედიამ ე.წ. „წამების ოთახის“ საქმის ფიგურანტების წარმომავლობა დააზუსტა, ისინი არა საქართველოს, არამედ სერბეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ

ესპანეთის ქალაქ ესტეპონაში აღმოჩენილი „წამების ოთახის“ საქმეში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა, რაზეც გუშინ ესპანური გამოცემები წერდნენ, როგორც ირკვევა მცდარი ინფორმაცია...

60 წლის კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წელი ძალადობდა, აგვისტოში გააუპატიურა – პროკურატურა

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...