როდის დასრულდება ამერიკული “შათდაუნი”

{{ARTICLEIMAGE}}
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც 3 იანვრიდან დემოკრატები აკონტროლებენ, ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებას და შიდაუსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსებას მხარი დაუჭირა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტები არ ითვალისწინებს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამავე კანონპროექტებს მხარს დაუჭერს სენატიც, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, პრეზიდენტის ვეტო კი, ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია. სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა დემოკრატების მიერ კანონპროექტების მიღებას პოლიტიკური თეატრი უწოდა.

ნოემბრის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მისული დემოკრატების მიერ დამტკიცებული კანონპროექტებით, სახელმწიფო დაწესებულებებმა მუშაობა უნდა განაახლონ, კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე კი ცალკე მოლაპარაკება გაიმართოს. აშშ-ში უკვე მეორე კვირაა, გრძელდება ე.წ. “შათდაუნი,” ანუ მდგომარეობა, როცა ბიუჯეტის საკითხზე კონგრესის და პრეზიდენტის უთანხმოების გამო სახელმწიფო დაწესებულებები მუშაობას წყვეტენ. ამჯერად, უთანხმოების საგანია მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა, რომლისთვისაც დონალდ ტრამპი 5 მილიარდ დოლარს ითხოვს. დემოკრატები მშენებლობის დაფინანსებაზე უარს ამბობენ. “შათდაუნის” დასრულების საკითხის განსახილველად პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს თეთრ სახლში, მორიგ შეხვედრაზე კონგრესში რესპუბლიკელების და დემოკრატების ლიდერები მიიწვია. წინა მოლაპარაკება, რომელიც 2 იანვარს გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ, რომელიც 3 იანვარს სპიკერად აირჩიეს, ტელეკომპანია NBC-ის განუცხადა, რომ კედლისთვის ფული არ იქნება და ამ საკითხის დაუსრულებლად განხილვას არ აპირებენ. პელოსიმ პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა ფედერალური მთავრობის მძევლად აყვანაში თავისი საარჩევნო დაპირების გამო, რომელიც ეხებოდა კედლის მშენებლობას და მექსიკის მთავრობის იძულებას, ხარჯი თავად დაეფარა. “ეს უაზრობაა. ჯერ ერთი, მექსიკა არ აპირებს თანხის გადახდას და მეორე – ჩვენ საზღვრის დაცვის გაცილებით ეფექტური საშუალებები გავქვს და ეს პრეზიდენტმა იცის”, განაცხადა ნენსი პელოსიმ.

წყარო – რადიო თავისუფლება

პოპულარული

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის...

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს, ...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი...

პენტაგონმა საიდუმლო ჩინური კოსმოსური თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა. ის ამერიკულ X-37-ს ჰგავს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ჩინური მრავალჯერადი გამოყენების „კოსმოსური...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და...

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი...

თბილისში 25 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.მამაკაცი სიღნაღიდანაა...

ყველა ამბავი

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების შესაძლებლობის მიმართ ეჭვი გამოთქვა. ამის შესახებ მან შაბათს, 31 ოქტომბერს,...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე არსებობდა „ისეთი მოვლენის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. აშშ-მა...

ამაზონიის ტყეების ქვეშ უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით უძველესი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს ცივილიზაციას,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის...

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.მისი თქმით,...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ...

უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს,...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა."ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით...

გზა ავტორიტარიზმისკენ და რუსული სტილის რეპრესიები: როგორ აფასებს დასავლეთი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.სარჩელს, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის სრულ ლიკვიდაციად...