უკრაინულმა ძალებმა რუსეთსა და ყირიმს 660 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს

spot_imgspot_img

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ტულის ოლქს შეუტიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს, 26 ივნისის დილით განაცხადა, რომ 660 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, კალუგის, ლიპეცკის, როსტოვის, ვორონეჟის, ტულის, რიაზანისა და ასტრახანის ოლქების, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის, ანექსირებული ყირიმის, ასევე შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების თავზე.

ტულის ოლქში შეტევის სამიზნე გახდა ქიმიური კომბინატი „აზოტი“. Telegram-არხ Astra-ს მონაცემებით, დრონები მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში მდებარე ქიმკომბინატ „აზოტს“. გამოცემა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში დიდი რაოდენობით აფეთქების ხმა ისმოდა. საწარმოზე თავდასხმა 14 ივნისსაც განხორციელდა. „აზოტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის რუსეთის უმსხვილესი მწარმოებელია ამიაკისა და აზოტოვანი სასუქების მიმართულებით.

უკრაინული რესურსი Exilenova+ ასევე იუწყება ტულის ოლქზე მასირებული შეტევის შესახებ, რომლის სამიზნეც ქარხანა „აზოტი“ იყო. „აფეთქებები და უპილოტო საფრენი აპარატების გადაფრენა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. ადგილობრივები ჰაერში ამიაკის უჩვეულო სუნსა და ელექტრომომარაგების პრობლემებზე საუბრობენ“, — ნათქვამია ცნობაში. Exilenova+ ასევე აღნიშნავს, რომ „აზოტის“ მიერ წარმოებული ნედლეული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში გამოიყენება.

NASA FIRMS-ის სერვისის ფოტოებზე ჩანს ხანძარი ნოვომოსკოვსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც „აზოტის“ სტრუქტურაში შედის. ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა Telegram-ში დაწერა მის რეგიონზე „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის“ შესახებ. მისი თქმით, შჩიოკინოს რაიონის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ქალი დაშავდა. გარდა ამისა, დაფიქსირდა დაზიანებები ელექტროგადამცემი ხაზისა და ნოვომოსკოვსკში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე. მილიაევის ცნობით, განადგურდა 157 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

მოსკოვსა და ყირიმზე თავდასხმების შესახებაც ვრცელდება ცნობები. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ღამით და დილით ადრე სოციალურ ქსელებში 47 დრონის შეტევის შესახებ დაწერა და საგანგებო სამსახურების მუშაობის შესახებ განაცხადა. სხვა დეტალები მას არ გაუვრცელებია. შეტევის ფონზე შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში — რეისების მიღება და გაშვება შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა. რა ობიექტები იყო შეტევის სამიზნე, ჯერჯერობით უცნობია.

უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებზე იუწყებიან ყირიმშიც. ადგილობრივი მოსახლეობა ქერჩზე თავდასხმის შესახებ წერს. NASA FIRMS-ის სერვისმა ხანძარი დააფიქსირა საჰაერო თავდაცვის სისტემების — „პანცირ-S1“-ის — დისლოკაციისა და აეროდრომის მიმდებარე რაიონში.

ამავე დროს, „კომერსანტმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობებზე დაყრდნობით დაითვალა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინამ, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავს იცავს, რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს თითქმის 40 ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. საშუალოდ, რუსეთის თავდაცვის უწყება თვეში დაახლოებით 6 ათასი დრონის განადგურების შესახებ იუწყებოდა, ივნისის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი უკვე 9,7 ათასს აღწევს.

საშუალო დღიური მაჩვენებელი 223 უპილოტო საფრენ აპარატს შეადგენს. ყველაზე მასირებული შეტევები იყო 17 მაისის ღამეს — 556 დრონი, 18 ივნისის ღამეს — 555 დრონი და 25 მარტის ღამეს — 389 დრონი. ყველაზე ხშირად უპილოტო საფრენ აპარატებს ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქების, ასევე ოკუპირებული ყირიმის თავზე ანადგურებენ. პირველ ათეულში ასევე შედიან კრასნოდარის მხარე, მოსკოვის რეგიონი — მოსკოვი და მოსკოვის ოლქი — ტულისა და ორიოლის ოლქები.

spot_imgspot_img

პოპულარული

მალე მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2“ დაანონსდება – პრორუსი ფიფია კობახიძის განცხადებაზე

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ...

ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში,...

„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო —...
spot_img

ყველა ამბავი

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში, უკრაინის...