უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

spot_imgspot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი, მათ შორის კრეატიული იდეები აქვს.სიბიგამ ამის შესახებ კიევში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამშვიდობო პროცესში მაქსიმალური გააქტიურებაა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები პაუზის ფაზაშია. სიბიგას განცხადებით, უკრაინას პროცესში აშშ-ის უფრო აქტიური ჩართულობა და ამერიკული ლიდერობა სჭირდება.

„ამერიკელების, შეერთებული შტატების გარეშე, ამ სიტუაციაში პროგრესისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია“, — განაცხადა სიბიგამ.

მინისტრის ინფორმაციით, სამშვიდობო პროცესის საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში გამართული ბოლო შეხვედრის დროს განიხილა.

სიბიგას თქმით, უკრაინული მხარე ასევე ელოდება ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის უკრაინაში ჩამოსვლას. მისი განცხადებით, კიევს პროცესის გასააქტიურებლად კონკრეტული იდეები, მათ შორის კრეატიული ინიციატივები, აქვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში პაუზა არ უნდა გაგრძელდეს და საჭიროა ახალი, აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ეტაპის დაწყება, რომლის მთავარი მიზანიც ომის დასრულება იქნება.

„ერთი სიტყვით: პაუზა არ უნდა იყოს და ახალი აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, უპირველეს ყოვლისა, ამ ომის დასრულების გზაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამისთვის ერთი, პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება არსებობს: პუტინი“, — განაცხადა სიბიგამ.

spot_imgspot_img

პოპულარული

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის...

აშშ-მა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტსა და უფროს პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა...

მალე მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2“ დაანონსდება – პრორუსი ფიფია კობახიძის განცხადებაზე

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ...

ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის დაკავებასთან...
spot_img

ყველა ამბავი

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას,...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის შექმნას გეგმავს, რისთვისაც, სავარაუდოდ, თითქმის 12 მილიარდი ევრო იქნება საჭირო....

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს  მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების...

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა.  ანკარა ისრაელის ლიდერებს გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში,...

ღარიბაშვილის ოჯახის წევრის, მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან – ადვოკატი

ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს."გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე- ლევან...

ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს – დააკავეს 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს....

რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ – ზელენსკი

"ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსების მიერ...

სლოვენიაში პრეზიდენტის რუსეთის დაზვერვასთან შესაძლო კავშირების გამო სკანდალია

პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტი აპირებს სლოვენიის სადაზვერვო სამსახურს, SOVA-ს, მოსთხოვოს ინფორმაცია პრეზიდენტ ნატაშა პირც-მუსარის რუსეთის სადაზვერვო ქსელთან შესაძლო კავშირების შესახებ....

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც აშშ-ში საბაჟო გადასახადების სახით ჰქონდათ გადახდილი, — ამის შესახებ  ბიზნესჟურნალი...

„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო — რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის გახშირებული დარტყმების ფონზე. მოსახლეობა კვლავ ჩივის...

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმზე ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მოპოვებულმა...