ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

spot_imgspot_img

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, — იტყობინება 22 აგვისტოს გაზეთი The Telegraph. გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანელ ჰაკერებს გაერთიანებულ სამეფოში მსგავსი ობიექტის მუშაობის შეჩერება შეძლეს.

ელექტროსადგური ოთხი დღის განმავლობაში არ მუშაობდა

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბრიტანეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ელექტროსადგური დაზარალდა. თუმცა ცნობილია, რომ ობიექტი ოთხი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, ვიდრე პერსონალი მისი ფუნქციონირების აღდგენას ცდილობდა.

ელექტროსადგური შედარებით მცირე ზომის იყო, ამიტომ შეფერხებას დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის საერთო მიწოდებასა და გამომუშავებაზე გავლენა არ მოუხდენია.

The Telegraph-ის თანახმად, თავდასხმის სავარაუდო მიზანი სამოქალაქო მოსახლეობისთვის რეალური ზიანის მიყენება კი არა, იმის დემონსტრირება იყო, რომ ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ ჰაკერებს შეუძლიათ ბრიტანულ სისტემებში შეღწევა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა.

ინციდენტის შემდეგ ბრიტანეთის მთავრობამ ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის ბრიფინგი გამართა და საწარმოებს გაუგზავნა წერილები რეკომენდაციებითა და ენერგოსისტემის დაცვის შემდგომი მოქმედებების გეგმით.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ასევე მიაწოდეს კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს (NCSC), რომელიც საზოგადოებასთან თანამშრომლობს და კომპანიებს ეროვნული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარე საფრთხეებისგან დაცვის შესახებ რეკომენდაციებს აძლევს.

კიბერშეტევების სერია აშშ-ის წყალმომარაგების ობიექტებზე

The Telegraph-ის ინფორმაციით, ეს ინციდენტი ივლისში აშშ-ის წყალმომარაგების ობიექტებზე განხორციელებული კიბერშეტევების სერიას დაემთხვა.

მაშინ თავდამსხმელებმა 12 შტატში ათეულობით წყლის გამწმენდი ობიექტი მწყობრიდან გამოიყვანეს, რამაც დატბორვები და წყალმომარაგების ქსელში წნევის ვარდნა გამოიწვია. ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობას ურჩევდნენ, სასმელად გამოყენებამდე წყალი აედუღებინათ.

ირანმა დასავლეთის ქვეყნებზე კიბერშეტევები მნიშვნელოვნად გაააქტიურა მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე ავიადარტყმები დაიწყეს.

ირანის მხრიდან სავარაუდო თავდასხმების შესახებ ცნობები გავრცელდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან, ბელგიიდან და ალბანეთიდანაც, თუმცა ყველაზე ხშირ სამიზნეებად კვლავ ისრაელი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები რჩებიან.

spot_imgspot_img

პოპულარული

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება – ღარიბაშვილი

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება - "ქართული...

რუსეთი თავის დაწყებულ ომს აგებს და პასუხად მოსახლეობას იღებს მიზანში – ლაიენი

კიევზე რუსეთისიერიშის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა...

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია...

დააკავეს 5 პირი, რომლებმაც ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი გასტაცეს

შსს-ს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით...
spot_img

ყველა ამბავი

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს - ამის შესახებ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას,...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი,...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის შექმნას გეგმავს, რისთვისაც, სავარაუდოდ, თითქმის 12 მილიარდი ევრო იქნება საჭირო....

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს  მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების...