ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინაში მიმდინარე ომის დარეგულირების მცდელობების ფარგლებში, მიმდინარე კვირის ბოლოს, 5-6 სექტემბერს, ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი კიევს ეწვევიან.  ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა, რაც მოგვიანებით უკრაინულმა და საერთაშორისო მედიასაშუალებებმაც დაადასტურეს. თუმცა ვაშინგტონს ვიზიტის ოფიციალური განრიგი საჯაროდ ჯერ არ გამოუქვეყნებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკელი დიპლომატების ვიზიტის წინასწარი თარიღები უკვე შეთანხმებულია.

„ახლახან დავასრულე შეხვედრა გუნდთან, რომელიც მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე. ჩვენ მათთან მუდმივი კავშირი გვაქვს — ფაქტობრივად, 24/7-ზე რეჟიმში და ახლა ვემზადებით შეხვედრებისთვის. წინასწარი თარიღები უკვე არსებობს. ველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს აქ, კიევში. მათ დაადასტურეს, რომ გამართავენ შეხვედრას მოსკოვში, შემდეგ კი კიევში“ — განაცხადა ზელენსკიმ.

ეს უიტკოფისა და კუშნერისთვის უკრაინის დედაქალაქში პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება, მაშინ როდესაც ისინი მოსკოვს მანამდე რამდენჯერმე ეწვივნენ.

მიუხედავად დაგეგმილი გრაფიკისა, გავლენიანი უკრაინული გამოცემა Kyiv Independent ამერიკულ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში გამგზავრება შესაძლოა ბოლო მომენტში გადაიდოს ან შეიცვალოს. მიზეზი უსაფრთხოების გარანტიები და რუსული მხარის მცდელობებია, ჩაშალოს ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი უკრაინაში. „რუსებს არ სურთ, რომ ისინი კიევში ჩავიდნენ და ცდილობენ გეგმები შეაცვლევინონ“, — ციტირებს წყაროს „Reuters“-ი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას უარი თქვა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ზუსტი თარიღის დადასტურებაზე. ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე შეთანხმება უკრაინულ მხარესთან ამერიკელი წარმომადგენლების ვიზიტის პერიოდში, მაგალითად, სამგზავრო თვითმფრინავებისთვის საფრთხეებთან დაკავშირებით, პესკოვმა თქვა: „ალბათ, ამერიკელები მოსთხოვენ უკრაინელებს ტერორისტული აქტივობის შეწყვეტას“. განმარტებით კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე შეთანხმება პირდაპირ მოსკოვსა და კიევს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, პესკოვმა აღნიშნა: „არა, არ იქნება“.

პოპულარული

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდება

კორუფციაში ბრალდებული ექს-პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად...

ეს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა და შიდა საქმეებში ჩარევაა: საგარეო უწყება EU-ის წარმომადგენელთა განცხადებებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო...

Meta სოციალური ქსელების მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს —...

NYT: ტრამპს სურს, ზელენსკის რუსეთის პირობებით მშვიდობა თავს მოახვიოს

ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და...

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში"...

ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო...

ყველა ამბავი

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...