სანქციების გვერდის ავლის ახალი შესაძლებლობა — მოსკოვმა და ფხენიანმა დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი ოფიციალურად დღეს, 2026 წლის 7 სექტემბერს გახსნეს. აქამდე ისინი სახმელეთო გზით მხოლოდ 1950-იან წლებში აშენებული სარკინიგზო „მეგობრობის ხიდით“ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

საავტომობილო ხიდი მდინარე ტუმანნაიაზე მდებარეობს და ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე დასახლება ხასანსა და ჩრდილოეთ კორეის პუნქტ ტუმანგანგს. ორზოლიანი ხიდის სიგრძე დაახლოებით 1 კილომეტრია, ხოლო მიმდებარე ინფრასტრუქტურასთან და მისასვლელ გზებთან ერთად პროექტი 4.7 კილომეტრს მოიცავს.

გახსნის ოფიციალური ცერემონია ვიდეოხიდის ფორმატში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა და ჩრდილოეთ კორეის პრემიერმა პაკ ტე სონგმა. ლენტის გაჭრის შემდეგ ხიდზე ორივე მხრიდან ავტოკოლონებმა გაიარეს.

საავტომობილო ხიდს საბჭოთა ოფიცრის, იაკოვ ნოვიჩენკოს სახელი ეწოდა. ნოვიჩენკომ 1946 წელს ფხენიანში გამართულ მიტინგზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ირ სენი ყუმბარის აფეთქებისგან საკუთარი სხეულით გადაარჩინა. გახსნას მისი ნათესავებიც ესწრებოდნენ.

ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2024 წელს, ვლადიმერ პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს. მშენებლობა 2025 წლის აპრილში დაიწყო და რეკორდულად სწრაფ დროში დასრულდა. ჩრდილოეთ კორეამ თავისი ნაწილი გეგმაზე ადრე დაასრულა, ხოლო რუსეთის მხარეს სამუშაოები მცირე შეფერხებებით მიმდინარეობდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 9 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 104 მილიონი დოლარი) შეადგინა.

გამშვები პუნქტი გათვლილია დღეში 300-მდე სატრანსპორტო საშუალებისა და 2300-ზე მეტი ადამიანის გასატარებლად.

მოსკოვი და ფხენიანი აცხადებენ, რომ ხიდი ორმხრივ ვაჭრობას, ლოგისტიკასა და ტურიზმს შეუწყობს ხელს. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლები, დასავლური მედია (მათ შორის The Guardian და DW) და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი შეფასებით, ხიდი რეალურად სამხედრო-ლოგისტიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სადაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთს მილიონობით საარტილერიო ჭურვს, ბალისტიკურ რაკეტებსა და ცოცხალ ძალასაც კი აწვდის, ეს საავტომობილო გზა მოსკოვს მისცემს საშუალებას, დასავლური სანქციების გვერდის ავლით და საზღვაო გზების გარეშე, ბევრად უფრო ფარულად და სწრაფად გადაზიდოს სამხედრო ტვირთები და პერსონალი.

პოპულარული

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და...

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი სომხეთიდან...

გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გურიაში მდებარე კურორტ გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა....

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის...

მოსკოვი საქართველოს, ჩრდ. კორეასა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობის განვითარებას სთავაზობს

რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ირანთან, მონღოლეთთან,...

ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული...

დააკავეს პირი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადვოკატად გაეცნო, გამოართვა ₾58 000

შსს-ს  ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური...

ყველა ამბავი

შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული – გედევან ფოფხაძე

"შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული" - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა...

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი „ხელისუფლების პანიკურ რეაქციაზე“ საუბრობს, რომელმაც მისი თქმით „სისტემის...

სერბეთში გენოციდისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ათასობით ადამიანი, რომლებიც სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილ სარდალს, სამხედრო დანაშაულებისა და 1995 წელს სრებრენიცაში გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილ რატკო მლადიჩს...

რეკორდული ტენდერები „ოცნების“ შემწირველისთვის

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“...

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს $1.3 მილიარდიან ჯანდაცვის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს

ბოსტონის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, ფულის გათეთრების შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. საქმეს აშშ-ის...

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა და...

გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გურიაში მდებარე კურორტ გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საჭვეთას ტერიტორიაზე ჩამოიშალა. გარკვეული დროით, ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის...

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს. წითლიძემ დღეს ბრიფინგი პროკურატურასთან გამართა და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს გახმაურებულ...

კაბარდინო-ბალყარეთში ზვავს 11 ალპინისტი ემსხვერპლა. ექვსი დაკარგულია

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, კაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მთაზე მიჟირგზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაშავდა....

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების"  მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილზე "ადამიანურად გული წყდება". "გული მწყდება, ყოფილ...

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში...

მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია...