ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში, თბილისში, მთაწმინდაზე, ივანიშვილის სახლში გაიმართა.ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ პარლამენტში შესვლის შემდეგ ივანიშვილთან შეხვედრას არაერთხელ ითხოვდა.

„რაც ჩვენ პარლამენტში შევედით, ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. […]  კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც მივდიოდი, ძირითადად, მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ირაკლი კობახიძესთან და ვეუბნებოდი, რომ გამაცანით ის კაცი რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საბოლოოდ შეხვედრის ორგანიზების შესახებ მამუკა მდინარაძე დაუკავშირდა. შეხვედრას თავად იაგო ხვიჩიასთან ერთად „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

ხვიჩიას თქმით, საუბარი მშვიდ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში წარიმართა.

„მე მაინტერესებდა, პირობითად, იყო თუ არა შესაძლებელი ჩვენი გეგმების განხორციელება, როგორ უყურებდა ამას „ქართული ოცნება“. მაგრამ ამ საუბარმა მაინც გაცნობითი ხასიათის შინაარსი შეიძინა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ კონკრეტული თანამშრომლობის საკითხები არ გამოკვეთილა, თუმცა ივანიშვილთან საუბრის გაგრძელება სურს.

„ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. მე საერთოდ არ მინდა, რომ იმ კაცს ჩემთან ნალაპარაკევი რამე წინ დახვდეს. მე არ ვამბობ, რომ არ ვისაუბრეთ. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს შეხვდით, ისაუბრეთ, ამ შეხვედრის შესახებ არ ყოფილა საჯაროდ ინფორმაცია. ძალიან ბუნებრივია ბევრ საქმეზე, როდესაც ადამიანები ჯერ ხვდებიან ერთმანეთს არასაჯაროდ, რომ ზედმეტი ხმაური არ გამოიწვიონ, მათ შორის მიდის ბევრი რამის ლაპარაკი, დამუშავება, ან პირველი ნაბიჯით სვლა შეთანხმებისკენ“, – თქვა მან.

ხვიჩიას განმარტებით, შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება თავდაპირველად შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა, როდესაც ჟურნალისტმა სანდრო რაქვიაშვილს შეხვედრის შესახებ ჰკითხა, მან ფაქტი არ დამალა.

„ჩვენ არ ვატყუებთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან, რომ ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა გასაჯაროებული ამ შეხვედრის შესახებ“, – თქვა ხვიჩიამ.

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა ივანიშვილთან შეხვედრას მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო-მეთქი. ასევე ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილს რომ შევხვდით ციხეში“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს, რომელთა მხარდაჭერითაც, მისი თქმით, შეხვედრა შედგა.

პოპულარული

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს,...

საფრანგეთში, , კანი-სიურ-მერის რენუარის მუზეუმიდან ოთხი ნახატი მოიპარეს

საფრანგეთის სამხრეთში, კანი-სიურ-მერის რენუარის მუზეუმი სამშაბათს დილით შეიარაღებული პირების...

ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა....

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი რუსეთს ერთობლივად უპირისპირდებიან–ვაიმარის სამკუთხედის შეხვედრა

გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით...

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები...

ყველა ამბავი

ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ, რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთს

Reuters-მა  ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში რუსეთის...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს.მშობლები...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი დაცვის თანამშრომლის დაკავების შესახებ.უწყების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე...

შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე! – საია შსს-ს მიმართავს

"შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე!" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქმის წარმოების...

ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული – პროკურორი

ნია იმნაძე, მის შეყვარებულს დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის...

იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას...

ომის დამნაშავეები არიან! რუსეთის კანონებით გასამართლდებიან! – ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართულ ლეგონს, "ომის დამნაშავეები უწოდა" და აღნიშნა, რომ ისინი პასუხს...

მაგთის Mesh Wi-Fi-ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სახლისა და ოფისის ინტერნეტის ხარისხსა და სტაბილურობას.დღეს,...