ევროკავშირი რუსი მილიარდერების, უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, სანქციების სიებიდან ამოიღონ რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და ალიშერ უსმანოვი, — იუწყება Reuters-ი ანონიმ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ამასთან, ევროკავშირი სამი წლით გაახანგრძლივებს სანქციებს დაახლოებით 3 000 კომპანიისა და ფიზიკური პირის მიმართ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად გახანგრძლივდება პირდაპირ სამწლიანი ვადით — აქამდე მათი განახლება ყოველ ექვს თვეში იყო საჭირო.

ვადის გახანგრძლივებას პოლონეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა მიაღწიეს სანაცვლოდ იმისა, რომ მხარი დაუჭირეს უსმანოვისა და ფრიდმანის შესახებ გადაწყვეტილებას.

უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას საფრანგეთი და სლოვაკეთი ითხოვდნენ, ფრიდმანისთვის კი — ლუქსემბურგი. მილიარდერების სანქციების სიიდან ამოღებას ლატვია ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც სანქციების გახანგრძლივების პროცესი ორი კვირით გაიწელა.

როგორც Guardian-ი და Euronews-ი წერენ, საბოლოოდ ლატვიამ კენჭისყრაზე თავი შეიკავა, რამაც აუცილებელი ერთსულოვნების მიღწევა შესაძლებელი გახადა.

უსმანოვი და ფრიდმანი ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2022 წლის 28 თებერვლიდან იმყოფებოდნენ.

ლატვია ბოლო მომენტამდე არ ეთანხმებოდა „ამ ორი პირის სანქციების სიიდან ამოღებას“, როგორც ორშაბათს გვიან საღამოს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამ უბიძგა ლატვიას, საბოლოოდ კენჭისყრაში თავი შეეკავებინა.

ზოგადად, ევროპელი დიპლომატები ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული უთანხმოების მიუხედავად, ევროკავშირში არსებობს კონსენსუსი, რომ სანქციები აუცილებელია და მათი გაუქმება არ შეიძლება.

„სანქციები რუსეთის ომზე ჩვენი პასუხის მთავარი საყრდენია“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ნიუ-იორკში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

სექტემბერში საფრანგეთმა, სლოვაკეთის კვალდაკვალ, უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას დაუჭირა მხარი. პარიზის ოფიციალურმა პირებმა მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოების“ მოსაზრებები დაასახელეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ. Financial Times-ის ინფორმაციით კი, პარიზის პოზიცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანში დაკავებული რამდენიმე ფრანგი მოქალაქის გათავისუფლების სურვილთან. აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.

ამის შემდეგ ლუქსემბურგმა, რომელიც ზოგადად სანქციებს მხარს უჭერს, მოითხოვა, რომ თუ სანქციებს უსმანოვს მოუხსნიდნენ, იგივე მიდგომა ფრიდმანის მიმართაც გამოყენებულიყო, — იუწყება Reuters-ი. ფრიდმანი ლუქსემბურგს 15 მილიარდ ევროს სთხოვს სასამართლო დავის ფარგლებში, რომელიც უკვე არბიტრაჟშია გადაცემული. ლუქსემბურგი ამტკიცებს, რომ თუ უსმანოვს სანქციებს მოუხსნიან, ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი გახდება.

Financial Times-ის ცნობით, საფრანგეთის მოულოდნელმა მოთხოვნამ ევროკავშირის სხვა დიპლომატები გააოცა; ერთ-ერთმა მათგანმა ის „გამაოგნებლად“ შეაფასა. ბლოკის სხვა წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები პირად საუბრებში ჩიოდნენ, რომ საფრანგეთი არ უზიარებდა მათ ინფორმაციას, თუ რატომ მოითხოვდა ასე დაჟინებით უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას.

„ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება არა მხოლოდ ჯილდო რუსეთისთვის, არამედ ჯილდოც ევროპელების დაპატიმრებისთვის“, — განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა.

ამასთან, პარიზი რჩება „ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლა ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაძლიერდეს“, — განუცხადა Financial Times-ს უსახელო ფრანგმა დიპლომატმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის პარტნიორებს სანქციების გაგრძელებისა და უსმანოვისა და სხვა რუსი ოლიგარქების მიმართ მათი არშერბილებისკენ მოუწოდა.

„რუსმა ოლიგარქებმა, რომელთა გარეშეც პუტინის სისტემის წარმოდგენა შეუძლებელია, უნდა იგრძნონ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც ისინი მშვიდად და უშფოთველად იცხოვრებენ, სანამ ეს ომი გრძელდება“, — განაცხადა ზელენსკიმ შაბათს. მან დაამატა, რომ უსმანოვი და მისი პარტნიორები „სწორედ ის რუსი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც საკუთარ თავში გამბედაობა უნდა იპოვონ და ომის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამაც აღნიშნა, რომ რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების გაუქმება „მიუღებელია და მოსკოვს არასწორ სიგნალს გაუგზავნის იმ დროს, როცა ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“. „პირიქით, სანქციები უნდა გამკაცრდეს“, — დაწერა მან.

Financial Times-ის შეფასებით, საფრანგეთის მხრიდან შეფერხება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ტრანზაქციულ ხასიათს, სადაც ერთი ქვეყნის ვეტომაც კი შეიძლება კოლექტიური გადაწყვეტილება ჩაშალოს. თუმცა ბოლო პერიოდამდე სანქციების სიიდან პირების ამოღების წარმატებული მოთხოვნები, როგორც წესი, უნგრეთის ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის რობერტ ფიცოს მთავრობების ვეტოს მოჰყვებოდა — ეს ორი მთავრობა ევროკავშირში ყველაზე პრორუსულად ითვლება.

უკრაინაში ომის პერიოდში დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან პატიმრების გაცვლაც ჰქონიათ და ზოგიერთ რუსს სანქციებიც მოუხსნეს მას შემდეგ, რაც მათ სასამართლო საქმეები მოიგეს ან მოსკოვისგან დისტანცირდნენ. თუმცა უსმანოვთან დაკავშირებული შემოთავაზებული შეთანხმება პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პატიმრის გათავისუფლება პირდაპირ იქნება დაკავშირებული რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქებასთან.

ევროკავშირი უსმანოვის წინააღმდეგ სანქციებს იმით ასაბუთებდა, რომ ოლიგარქს პუტინთან „განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები“ აქვს და იგი ერთ-ერთ იმ ბიზნესმენად ითვლება, „რომლებსაც ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა დაევალათ, თუმცა მათი პოზიციები პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული“. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, უსმანოვი ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვად არ მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, რუსულ ბიზნესში ათწლეულობით საქმიანობამ მას ქვეყნის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში, მათ შორის კრემლშიც, ფართო კავშირები შეუქმნა.

უსმანოვი ევროკავშირის მიერ სანქციების დასაბუთებას ეჭვქვეშ აყენებს და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მრავალი სარჩელი აქვს შეტანილი, რომლითაც მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ასაჩივრებს. ის და ფრიდმანი სანქციების სიაში რუსეთის 2022 წლის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მოხვდნენ — იმ ბრალდებით, რომ მათი კომპანიები კრემლს მნიშვნელოვან შემოსავლებს აძლევდნენ.

პოპულარული

იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის – ანდრია ჯაღმაიძე

„იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“,...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა...

 მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას,  ერთს ვიტყვი: „პაგონები“ არ დარჩეს ციხის გზაზე – ელისაშვილი 

მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ,...

NCDC-დადასტურებულია, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების...

სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება, ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიაზე მიანიშნებს – გვარამია

" სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან...

ყველა ამბავი

ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: „მე მზად ვარ, პუტინს ნებისმიერ დროს შევხვდე“

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინს შეხვდეს, ხოლო შეერთებულ შტატებს...

სამშვიდობო შეთანხმება ირანთან, რეჟიმის შეცვლა კუბაში და სუპერინტელექტი – რაზე ილაპარაკა ტრამპმა გაეროში გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს, გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ის კონგრესის შუალედური...

რა შეტყობინება მიიღო სამირა ბაირამოვამ მას შემდეგ, რაც ქალზე ძალადობის ფაქტს შეესწრო და კადრები გაავრცელა

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქალზე ძალადობის ფაქტს შეესწრო  და კადრები გაასაჯაროვა,  დმანისიდან, მოძალადის...

გერმანიაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ავიაბაზასთან ჩამოვარდა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი სამშაბათს გერმანიაში, შპანგდალემის აშშ-ის ავიაბაზის მახლობლად ჩამოვარდა.შპანგდალემის ავიაბაზა გერმანიის დასავლეთით, ლუქსემბურგის საზღვართან ახლოს, ფედერალურ მიწა რაინლანდ-პფალცში...

ესპანურმა მედიამ ე.წ. „წამების ოთახის“ საქმის ფიგურანტების წარმომავლობა დააზუსტა, ისინი არა საქართველოს, არამედ სერბეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ

ესპანეთის ქალაქ ესტეპონაში აღმოჩენილი „წამების ოთახის“ საქმეში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა, რაზეც გუშინ ესპანური გამოცემები წერდნენ, როგორც ირკვევა მცდარი ინფორმაცია...

60 წლის კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წელი ძალადობდა, აგვისტოში გააუპატიურა – პროკურატურა

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ამოიღეს„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“,- აცხადებენ...

“საქართველო: პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა ყოფილი კოლეგების „ჩაშვება“ დაიწყო“–eurasianet

„ამერიკულმა ონლაინ საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა Eurasianet-მა სტატია გამოაქვეყნა ღარიბაშვილის წერილებსა და ივანიშვილის გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე. გამოცემა წერს, რომ ღარიბაშვილის ბრალდებები...

გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს მოკლვლით ემუქრებოდა, თუ ის დიდ ფულს არ გადაუხდიდა – შსს განცხადებას ავრცელებს

"უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის...

თემურ უგულავას ქონებას 7 მემკვიდრე გაინაწილებს

ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები შვიდმა მემკვიდრემ წარადგინა - ამის შესახებ თემურ უგულავას საკუთრებაში...

იმნაძე რომ არ ყოფილიყო, დანაშაული არ მოხდებოდა და ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

"იმნაძე რომ არ ყოფილიყო, დანაშაული არ მოხდებოდა და ავალიანი ცოცხალი იქნებოდა " - განაცხადა პროკურორმა ქეთი სონიძემ. საქალაქო სასამართლოში...

ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებს დაეხმაროს – კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე

"ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო - ამის მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს ტერიტორია...