ელენე ხოშტარია: სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, “გამპრავებლებიც” და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ხოშტარია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ  მოქმედებაა საჭირო,  მთავარი სისუსტე კი გულგრილობაშია.

„სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ: 1. სპეციალურად ეფარებიან კამერას. 2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით. 3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს. 5. პირველად არ აკეთებენ!

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, “გამპრავებლებიც” და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ. არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში.

ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდი პატიმარ დავითაძისა და მისი ოჯახის გვერდით იქნება ბოლომდე!“, – წერს ელენე ხოშტარია წერილში, რუსთავის ქალთა ციხიდან.

მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა განცხადება, რომ ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურა. მისი თქმით, ძალადობაში  რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

პეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

პოპულარული

ბათუმში მიკროავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაიღუპა 5 წლის ბავშვი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი...

უკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი ბალისტიკური რაკეტა FP-7 საბრძოლო პირობებში გამოსცადა

უკრაინამ საკუთარი წარმოების პირველი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 რეალურ...

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” “მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის” 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია "ფორმულა" მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 10...

საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია: Rapporteur

საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები ამ...

KAS: ოფისის ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შედეგია

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს, მიზეზად კი საქართველოს...

ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე დაჭრილი კაპიტანი გადაარჩინა

Flydubai-ის რეისზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში...

Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრი აცხადებს, რომ ტელეშოუს ყურების შედეგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ბორტის გადასარჩენად

ისრაელელმა მგზავრმა, რომელიც „Flydubai“-ს რეისზე თავდამსხმელი პილოტის განეიტრალებაში მონაწილეობდა,...

ყველა ამბავი

აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა და მოიცავს მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებასაც, რომელიც სარგებელს მოუტანს ახლო აღმოსავლეთის...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში გერმანული პოლიტიკური ფონდების...

ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე – არასამთავრობოები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნებისგან" დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს."საქართველოს...

„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება იტალიის სენატში

გაგრის აღების დღეს - 2 ოქტომბერს, იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის - „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - ჩვენება გაიმართა,...

ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, მადლობა №6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე

"ვიდეომასალაში ნათლად და ცალსახად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" -აცხადებს სპეციალური...

საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს მუშაობას, რის მიზეზადაც ხელისუფლების ქმედებებს ასახელებს

2026 წლის 30 სექტემბერს, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (FNF) საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში თავისი ოფისი...

“პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”- ირმა ინაშვილი

პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა" - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით,...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვას გამოეხმაურა."კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ...

პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ – იოსელიანი

"პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ''- განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა."ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ. მათ შორის,...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი...