პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება მომხდარს იძიებს, როგორც ტერორისტულ აქტს, რომლის შესაძლო მოტივი ისლამოფობია ან რასიზმია.

პირველი თავდასხმა პარიზის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტრაპში მოხდა, სადაც თავდამსხმელმა მოძრავი ავტომობილიდან გახსნა ცეცხლი. ამის შემდეგ ის ახლომდებარე ლა-ვერიერში გადავიდა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნიუნესის თქმით, თავდასხმები, საერთო ჯამში, თითქმის 15 წუთს გაგრძელდა.

სავარაუდო თავდამსხმელი ქალაქ კუანიერში დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის 39 წლისაა და ადრე პოლიციის ყურადღების ცენტრში მოხვედრილა, თუმცა საფრანგეთის სპეცსამსახურებისთვის ცნობილი არ ყოფილა. საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ BFMTV-ს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი არ ირიცხებოდა იმ პირთა რეესტრში, რომლებიც უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.

ხელისუფლება მის მოტივებზე ჯერჯერობით დარწმუნებით არ საუბრობს, თუმცა საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ (PNAT) განაცხადა, რომ მომხდარი, როგორც ჩანს, „ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მკვლელობაა“. „ეს უდავოდ ტერორისტული ხასიათის დანაშაულია. სწორედ ამის შესახებ განაცხადა [პროკურორმა]“, — უთხრა ნიუნესმა ჟურნალისტებს ტრაპში.

სროლის შესაძლო მოტივებზე დასმულ კითხვაზე პასუხად ტრაპის მერმა ალი რაბემ განაცხადა, რომ დაღუპული აფრიკული წარმოშობის იყო, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ჩრდილოეთ აფრიკიდანაა. მისი თქმით, თავდასხმას „რასისტული, სავარაუდოდ, ისლამოფობიური სარჩული“ ჰქონდა.

რაბეს განცხადებით, პარასკევს დილით „უცნობმა პირმა საკუთარი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც გზად შეხვდნენ“.

თვითმხილველთა თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ნაცრისფერი Renault Clio-თი ქალაქის რამდენიმე უბანი გაიარა. როგორც რაბემ განაცხადა, ის „განურჩევლად ისროდა“ და, როგორც ჩანს, ცდილობდა, „რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის“ მიეყენებინა ზიანი. „მას სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა სურდა“, — თქვა მერმა.

მისი თქმით, თავდამსხმელმა ტრაპში ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა ავტოგასამართ სადგურზე, სამედიცინო ცენტრთან და საბავშვო მოედანზე, შემდეგ კი მეზობელ ლა-ვერიერს მიაშურა.

სავარაუდო მოტივი

დაჭრილი 12 წლის გოგონას დედამ ფრანგულ რადიოსადგურ RTL-ს უთხრა, რომ მისმა შვილმა რვა ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო და ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. ქალის თქმით, მის შვილს თავზე თავსაფარი ეკეთა და, შესაძლოა, თავდასხმის მიზეზიც ეს გამხდარიყო. „ის ბავშვია, რომელიც საფრანგეთში, ტრაპში დაიბადა. მას უფლება აქვს, საფრანგეთში იცხოვროს და საკუთარი ცხოვრება აქ ააწყოს“, — დასძინა ქალმა.

ანტიტერორისტულმა პროკურატურამ თავის განცხადებაში საზოგადოებას მოუწოდა, თავდამსხმელის მოტივებთან დაკავშირებით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ.

ამასთან, სავარაუდო დანაშაულთა ჩამონათვალში, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურამ მიუთითა „ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მკვლელობა“, დამამძიმებელი გარემოებით — დანაშაულის ჩადენა დაზარალებულთა ამა თუ იმ რასისადმი, ეთნიკური ჯგუფისადმი, ეროვნებისა თუ რელიგიისადმი რეალური ან სავარაუდო კუთვნილების გამო.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი ერთ-ერთ მთავარ გზაზე გადაადგილდებოდა და პერიოდულად ავტომობილის ფანჯრიდან ისროდა.

ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ტელეარხ BFMTV-ს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი „ძველი მოდელის ნახევრად ავტომატურ იარაღს“ იყენებდა და ჯერებით ისროდა. როგორც Le Parisien წერს, იარაღი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო დამზადებული.

ტრაპის მერის თქმით, თავდასხმისას მსროლელმა დააზიანა სამედიცინო ცენტრის შენობა, ავტოგასამართი სადგური და რამდენიმე ავტომობილი.

საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ (PNAT) განაცხადა, რომ გამოძიება ასევე მიმდინარეობს „A კატეგორიის იარაღის უკანონო შენახვის“ მუხლით. ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების იარაღი და იარაღი, რომელსაც ჯერებით სროლა შეუძლია.

გარდა ამისა, ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს შესაძლო „დანაშაულებრივ შეთქმულებას ტერორისტულ ჯგუფთან, პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მომზადების მიზნით“.

პოპულარული

კიევის ასობით მცხოვრები მერ კლიჩკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე...

“გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – ზურაბიშვილი

""გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი...

დავით ფეიქრიშვილს საკანში ჩაუმტვრიეს ნეკნები და სახის ძვლები, მისმა ძმამ კი ვენები გადაიჭრა: ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის...

მიგრანტებმა საფრანგეთი ხელში ჩაიგდეს – უნდა ჩაკეტონ საზღვრები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა...

წლის ბოლოს გაზის და წყლის ტარიფები გადაიხედება – დავით ნარმანია

მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების,...

ყველა ამბავი

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ...