“სად გააქრეთ ჩვენი ცუგები?!“–საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

“ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები” – ამ მოთხოვნით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთას და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯას ითხოვენ.

“სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში აქ, აქციებზე ვსაუბრობდით, რომ აგრძელებენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მასობრივად, მიუსაფარი ძაღლების ხოცვა-ჟლეტას იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია და ამ ფორმით შეეცადონ მათი რიცხოვნობის შემცირებას. იმედია ახლა მაინც უფრო გააქტიურდება საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მრავალრიცხოვანი ბუნებრივია, ისინი არ გაჩერდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი იმედი გამოძიების მე არა მაქვს. მოვითხოვ მონიტორინგის სამსახურის უფროსის არაგველის დაპატიმრებას. თუ არაფერი არ შეიცვალა ჩვენ მომავალ კვირას იგივე დროს შევიკრიბებით”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, საპროტესტო აქცია 8 ნოემბერსაც გაიმართება.

ცხოველთა დამცველების პროტესტი მოჰყვა 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ღამით ძაღლების ნეშტებს  სპეციალურად მოწყობილ ორმოში მარხავენ.

მასალის გავრცელების შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია გამოაქვეყნეს და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.

პოპულარული

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო...

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ელისაშვილი

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის...

მთავარი პარტია, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ – გვარამია

მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500...

ბათუმში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბათუმში...

როსსელხოზნადზორის ცნობით, მათი სპეციალისტები საქართველოში სურსათის სააგენტომ მიიწვია

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, როსსელხოზნადზორი ავრცელებს...

ყველა ამბავი

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების...

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება – ტრამპი რესპუბლიკელების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს

აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება და ბრძოლა კონგრესის კონტროლისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა...

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების შესაძლებლობის მიმართ ეჭვი გამოთქვა. ამის შესახებ მან შაბათს, 31 ოქტომბერს,...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე არსებობდა „ისეთი მოვლენის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. აშშ-მა...

ამაზონიის ტყეების ქვეშ უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით უძველესი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს ცივილიზაციას,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის...

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.მისი თქმით,...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ...

უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს,...