ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა. ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


