{{ARTICLEIMAGE}}საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი ახალი გუნდის დაკომპლექტების თემაზე საუბრობს. მისი თქმით, გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
“არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად”,-ამბობს ზურაბიშვილი.
თავად გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.