ჭიათურაში ​ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ჭიათურაში, ლეჟუბანში ​ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის  მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, 83 წლის მამაკაცს მანქანა დაუგორდა და  არასრულწლოვანს დაეჯახა.

ცნობილი გახდა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი მომხდარიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.

დაჯახების შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.