თბილისში, საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ჩამოინგრა.შემთხვევაკრწანისის რაიონში, ყავლაშვილის 10 ნომერში მოხდა. შემთვევის შედეგად 3 ოჯახი უბინაოდ დარჩა. ადგილზე კრწანისის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გამგეობის ცნობით, დაზარალებულ ოჯახებს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.
მოსახლეობის განცხადებით, მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიც ცუდ დღეშია და არ არის გამორიცხული, ნგრევა ისევ განმეორდეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.