მოლდოვაში გამართულ “სუხიშვილების” კონცერტის დასრულების შემდეგ, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ანსამბლი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოეს.
2 თებერვალს ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ დაიწყო ხანგრძლივი ტური, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, 28 მარტს სრულდება. სულ ამ ტურნეს ფარგლებში „სუხიშვილები“ 55 კონცერტს გამართავენ. პირველი კონცერტი უკრაინაში სწორედ 2 თებერვალს გაიმართა, უკრაინის ქალაქების შემდეგ მათ მოდლოვაში გადაინაცვლეს, შემდეგ პოლონეთს მიაშურებენ და ტურს ისევ უკრაინაში დაასრულებენ.