არ ჩერდება ჩემი ტელეფონი, ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის მიერ მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებას პოლიტიკური დევნის მორიგ მტკიცებულებად მიიჩნევს. ის სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და საელჩოებს მიმართავს.

“ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია – როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში.

ნინო ლომჯარია, უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

P.S. ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება”,– წერს ნიკა გვარამია.

ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ჰკითხა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში რას აკეთებს.