საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პირები, ვინც ნიკა მელია დაიჭირა, ციხეში ჩასხდებიან.
მისი თქმით, ხელისუფლებას “იაღლიში მოუვიდა”.
“მინდა, მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან. მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია, ამაში ვარ დარწმუნებული, გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა, ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ახლა მთავრი არის მობილიზაცია მთელს საქართველოში ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. ივანიშვილს, პრაქტიკულად, შანსი არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე”,– ამობობს სააკაშვილი.