მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას წერს – ხერხეულიძე

ნაცინალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ეკონომიკურ პროგრამას წერს, რომელიც გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართლი.

“მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. იცით, რომ ერთი სერიოზული დოკუმენტი, დასავლური მანიფესტი საზოადოებას უკვე გააცნო. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი ახალი წლის დღეეებში.

ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში. მთლიანად არის იმ საკითხებით მოცული, რომელიც საზოგადოებას გარეთ აწუხებს. მას ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში და ამ კუთხით არის მისი გონება მიმართული და ის წერს ეკონომიკურ პროგრამას”, – აცხადებს ხერხეულიძე.