12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა–სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას

12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით უჩვეულოდ შეიცვლება — მთვარე მზეს მთლიანად გადაეფარება და მზის სრული დაბნელება მოხდება. სრული ფაზა მხოლოდ ვიწრო ზოლიდან იქნება ხილული, თუმცა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის დიდ ნაწილში ადამიანები მზის ნაწილობრივ დაბნელებას ნახავენ.

2026 წლის 12 აგვისტოს დაბნელების სრული ფაზის ზოლი ჩრდილოეთ რუსეთიდან დაიწყება, შემდეგ გრენლანდიასა და ისლანდიას გადაკვეთს, ატლანტის ოკეანეს გაივლის და ესპანეთს მიაღწევს. სრული დაბნელება ხილული იქნება ასევე პორტუგალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში მზე მთლიანად ორ წუთზე ცოტა მეტხანს დაიფარება, ხოლო მაქსიმალური სრული ფაზა ორ-ნახევარ წუთზე ნაკლები გაგრძელდება.

რა მოხდება ცაზე?

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა და მზის სინათლეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.

სრული დაბნელების დროს მთვარის დისკო მზის დისკოს მთლიანად ეფარება. რამდენიმე წუთით ცა ბნელდება და ხილული ხდება მზის კორონა — მზის ატმოსფეროს გარე, მკრთალი ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ მზის ზედაპირის ძლიერი ნათება ფარავს.

მაგრამ სრული დაბნელების სანახავად სწორ ადგილას ყოფნა აუცილებელია. დედამიწის ზედაპირზე მთვარის სრული ჩრდილი — უმბრა – შედარებით ვიწრო ზოლს ქმნის. ვინც მის გარეთ, ნახევარჩრდილის – პენუმბრის – ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მზის მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავს.

ამ შემთხვევაში მზე შეიძლება უზარმაზარ ნამგალს დაემსგავსოს: მთვარე მისი დისკოს ნაწილს „მოაჭრის“, მაგრამ მთლიანად ვერ დაფარავს.

ევროპაში მზე “დაბნელებული ჩავა“

ევროპისთვის წლევანდელი მოვლენა განსაკუთრებით ეფექტური იქნება იმის გამოც, რომ ბევრ ქვეყანაში დაბნელება საღამოს, მზის ჩასვლის წინ მოხდება.

ესპანეთში სრული დაბნელება სწორედ მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე იქნება. სხვა ევროპულ ქალაქებში კი მზე ნაწილობრივ დაიფარება: პარიზში მაქსიმალურ ფაზაზე მზის დისკოს დაახლოებით 92%, ლონდონში — 91%, მილანში — 92%, ბერლინში — 85%, ოსლოში — 83% დაიფარება. მადრიდსა და ბარსელონაში მაჩვენებელი დაახლოებით 99%-ს მიაღწევს, თუმცა ქალაქების მდებარეობიდან გამომდინარე იქ სრული ფაზა ყველგან არ იქნება.

ჩრდილოეთ აფრიკაშიც სანახაობა შთამბეჭდავი იქნება — მაგალითად, ალჟირში მზის დისკოს დაახლოებით 96%, კასაბლანკაში კი 87% დაიფარება.

ჩრდილოეთ რუსეთში სრული დაბნელების ზოლი პოლარული განედების გავლით გაივლის, სადაც აგვისტოში მზე ღამის საათებშიც ჰორიზონტზე შეიძლება დარჩეს. NASA-ს გამოთვლებით, მთვარის სრული ჩრდილის გზა სწორედ რუსეთის არქტიკული რეგიონიდან დაიწყება და შემდეგ გრენლანდიის მიმართულებით გადავა.

გამოჩნდება თუ არა 12 აგვისტოს დაბნელება საქართველოდან?

არა. თბილისიდან და საქართველოს ტერიტორიიდან 12 აგვისტოს მზის დაბნელება ხილული არ იქნება. თბილისის შემდეგი ხილული მზის დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება და ის ნაწილობრივი იქნება. მანამდე, 2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოდან მთვარის ნახევარჩრდილოვანი დაბნელების ნახვა იქნება შესაძლებელი.

თუმცა მათთვის, ვინც 12 აგვისტოს მოვლენას პირდაპირ ვერ დააკვირდება, მზის სრული დაბნელების ონლაინ ტრანსლაციებიც იქნება ხელმისაწვდომი.

რატომ ხდება სრული, ნაწილობრივი და რგოლისებრი დაბნელება?

ყველა მზის დაბნელება ერთნაირი არ არის.

სრული დაბნელებისას მთვარე მზის ხილულ დისკოს მთლიანად ფარავს.

ნაწილობრივი დაბნელებისას მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს ფარავს და მზე ნამგლის ფორმას იღებს.

არსებობს რგოლისებრი დაბნელებაც. მთვარის ორბიტა იდეალურად წრიული არ არის და დედამიწიდან მისი მანძილი იცვლება. როდესაც დაბნელების მომენტში მთვარე შედარებით შორსაა, ცაზე უფრო პატარა ჩანს და მზის დისკოს მთლიანად ვეღარ ფარავს. შედეგად, მთვარის გარშემო მზის კაშკაშა რგოლი რჩება.

ეს ყველაფერი განსხვავდება მთვარის დაბნელებისგან — იქ უკვე დედამიწა ხვდება მზესა და მთვარეს შორის და მისი ჩრდილი მთვარეზე ეცემა.

ყველაზე მნიშვნელოვანი — მზეს ჩვეულებრივი სათვალით არ შეხედოთ

მზის ნაწილობრივი დაბნელების პირდაპირ ყურება ჩვეულებრივი მზის სათვალით უსაფრთხო არ არის. NASA-ს თანახმად, საჭიროა სპეციალური მზის დამცავი სათვალე ან ფილტრი, რომელიც ISO 12312-2 საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. ასეთი ფილტრები ჩვეულებრივ მზის სათვალეებზე ათასობითჯერ მუქია.

კამერაში, ბინოკლში ან ტელესკოპში მზისკენ ყურება ასევე არ შეიძლება მხოლოდ თვალზე გაკეთებული დაბნელების სათვალით — ოპტიკურ მოწყობილობას საკუთარი სპეციალური მზის ფილტრი სჭირდება.გამონაკლისია სრული დაბნელების ძალიან მოკლე მონაკვეთი, როდესაც მთვარე მზის კაშკაშა ზედაპირს მთლიანად ფარავს. მხოლოდ ამ დროს შეიძლება მზის პირდაპირ დანახვა სპეციალური სათვალის გარეშე; როგორც კი მზის უმცირესი ნაწილიც კი გამოჩნდება, თვალის დაცვა კვლავ აუცილებელია.

ვისაც სპეციალური სათვალე არ აქვს, უსაფრთხო ალტერნატივა პროექციის მეთოდია — პატარა ხვრელში გავლილი მზის სხივებით მისი გამოსახულების სხვა ზედაპირზე პროეცირება. NASA აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი ჩვეულებრივ საწურშიც კი მიიღება: მისი მრავალი პატარა ხვრელი დაბნელებული მზის უამრავ პატარა გამოსახულებას ქმნის.

პოპულარული

სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ " - "ქართული ოცნების"...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე...

2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ინგლისელი ჰარი კეინი გახდა

33 წლის ჰარი კეინი, მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების...

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე...

ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?- სააკაშვილი

"ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ...

გზა ავტორიტარიზმისკენ და რუსული სტილის რეპრესიები: როგორ აფასებს დასავლეთი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის...

პენტაგონმა საიდუმლო ჩინური კოსმოსური თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა. ის ამერიკულ X-37-ს ჰგავს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ჩინური მრავალჯერადი გამოყენების „კოსმოსური...

ყველა ამბავი

“სად გააქრეთ ჩვენი ცუგები?!“–საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

"ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები" - ამ მოთხოვნით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.აქციის მონაწილეები უსახლკარო...

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების...

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება – ტრამპი რესპუბლიკელების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს

აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება და ბრძოლა კონგრესის კონტროლისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა...

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების შესაძლებლობის მიმართ ეჭვი გამოთქვა. ამის შესახებ მან შაბათს, 31 ოქტომბერს,...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე არსებობდა „ისეთი მოვლენის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. აშშ-მა...

ამაზონიის ტყეების ქვეშ უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით უძველესი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს ცივილიზაციას,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის...

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.მისი თქმით,...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ...

უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს...