გირჩი ივანიშვილის გასამართლებამდე აუდიტის სამსახურს პარტიის ფინანსურ დოკუმენტაციას აღარ წარუდგენს

 

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და მას ღია წერილს უგზავნის, რომელშიც წერს, რომ უარს ამბობს აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობაზე და პარტიის ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე, სანამ აუდიტის სამსახური რეაგირებას არ მოახდენს აუთოს დასკვნაზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას არ შეისწავლის. გირჩის აზრით კანონი ან ყველაზე უნდა გავრცელდეს, ან საერთოდ გაუქმდეს. წერილში ნათქვამია, რომ  ამომრჩევლის მოსყიდვამ, როგორც სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულმა მოვლენამ, ამ არჩევნების შემდეგ დაკარგა შინაარსი და ბიძინა ივანიშვილის გასამართლებამდე თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ იქნება გამოყენებული, რეალურად, იქნება არა რეგულირება, არამედ პოლიტიკური ოპონენტის აშკარა და ცინიკური დევნა.

გთავაზობთ გირჩის ღია წერილს

წარმოგიდგენთ ნორმებს ქვეყნის კანონმდებლობიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია 2018 წლის საპრეზიდენტო აჩევნებზე:

• „პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს“. (საქართველოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ – მუხლი 251).ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს დაახლოებით 40 მილიარდ ლარს, მისი 0.1% არის 40 მილიონი ლარი.

• „ქართუ ფონდის“ მიერ შექმნილი ვებ-გვერდის vali.ge-ის მიხედვით, განულებულია 4.104.429.484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615.164 პირს შეეხო.

ეს მხოლოდ ერთი პროექტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, ამას გარდა, ამ არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით მათ მიერ დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი.

• ჩვენ ხშირად მოგვისმენია არგუმენტი, რომ ამ საქმესთან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, თუმცა ზემოთ მოყვანილი კანონის 252-ე მუხლის მიხედვით:

„პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარების − მაისურების, კეპების, ქუდების, დროშებისა და სხვა მსგავსი ნივთების − გარდა),

ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ასევე ეკრძალება ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“.

• უფრო მეტსაც გეტყვით, ქმედება, რომელიც განახორციელა „ქართულმა ოცნებამ“ „ქართუ ბანკის“ მეშვეობით დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსითაც:

• „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით“. (სსკ. მუხლი 1641 . ამომრჩევლის მოსყიდვა)

• ეს ყველაფერი დადასტურებულია ეუთოს შესაბამისი დასკვნით:

• „მთავრობა მოსახლეობას ვალების ჩამოწერას დაპირდა. საქართველოს 600,000 მოქალაქეს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო სისხლის და სამართლის კოდექსებით,“ – ეწერა ეუთო-ს პირველად დასკვნაში.

• აუდიტის სამსახურს, ისევე როგორც, სხვა არც ერთ ორგანოს, არ გამოუხატავს არანაირი დაინტერესება ამ ფაქტის მიმართ, არ დაუწყია მოკვლევა და არ დაუყენებია ეჭვქვეშ „ქართული ოცნების“ ქმედებათა კანონიერება.

• არ დაუბარებია ბიძინა ივანიშვილი და ქართუ ბანკის სხვა წარმომადგენლები დაკითხვაზე, მათ მიმართ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და ა.შ.რაც ნიშნავს იმას, რომ ან ამ რეგულირებებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგა ან მათი აღსრულება მომავალში მოხდება ცალმხრივად, მხოლოდ ოპოზიციის მიმართ.

• ისევე, როგორც 2012 წელს ხდებოდა ამ უაზრო რეგულაციების გამოყენება მხოლოდ მაშინდელი ოპოზიციის მიმართ და არავინ აკონტროლებდა იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ფულის ხარჯვას.

• ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება, როგორც უნდა დახარჯოს თავისი ფული და დადოს ნებისმიერი ნებაყოფლობითი გარიგება სხვა ადამიანებთან.

• ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებთან დადებული ვერანაირი ნებაყოფლობითი გარიგება ვერ იქნება დანაშაული და შესაბამისად, შეუძლებელია არსებობდეს კრიმინალი სახელად „ამომრჩევლის მოსყიდვა“.ამიტომ ვითხოვთ, გაუქმდეს ეს უაზრო ნორმა (წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აღსრულება უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ბანკის“ მენეჯმენტის გასამართლებით).ისევე როგორც, უნდა გაუქმდეს ყველა ის ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ან მათ მიერ ფულის ხარჯვაზე.

• თუ პოლიტიკური პარტია ფინანსდება მტერი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ გზით ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას, ამისთვის არსებობს „სუსი“, რომელიც ისედაც გვისმენს და მშვენივრად იცის, ვინ ვისი აგენტია და ვის ინტერესებს ემსახურება.
ჩვენ, გირჩი, ვართ პოლიტიკური პარტია, რომელსაც არასოდეს მიუღია დაფინანსება ბიუჯეტიდან, არც აწმყოში ვიღებთ და არც მომავალში მივიღებთ, მას მერეც კი, როდესაც კვალიფიციური სუბიექტები გავხდებით. შესაბამისად, ჩვენს შემოწმებას, საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების მოტივით, შინაარსი არ გააჩნია.

• ჩვენ ფულს გვწირავენ ჩვენი იდეის გულშემატკივრები, ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად უყურებენ სამყაროს, იგივესი სჯერათ, რისიც ჩვენ და ეს ადამიანები ხშირად არიან ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ არიან საქართველოს პატრიოტები და სჯერათ რომ ჩვენი დაფინანსებით, საკუთარ მომავალზე დებენ ფსონს.

ქვეყნის კანონმდებლობით მათ ეს ეკრძალებათ, მაშინ როცა აუდიტის სამსახურის აზრით, ქართუ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს წინასაარჩევნოდ გაუუქმოს 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება 600 ათასზე მეტ ამომრჩეველს.

• ზოგადად, ჩვენი იდეოლოგია დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის შეზღუდვას რაიმე ნიშნით და ჩვენთვის წარმოუდგენელია ამერიკელ ლიბერტარიანელებს უარი ვუთხრათ თანამშრომლობაზე იმ მოტივით, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას (უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას).

• ამომრჩევლის მოსყიდვამ, როგორც სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულმა მოვლენამ, ამ არჩევნების შემდეგ დაკარგა შინაარსი და ბიძინა ივანიშვილის გასამართლებამდე თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ იქნება გამოყენებული, რეალურად, იქნება არა რეგულირება, არამედ პოლიტიკური ოპონენტის აშკარა და ცინიკური დევნა.
მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსურდი და უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ.

• ჩვენ უარს ვაცხადებთ აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობასა და მათთან უაზრო ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე, მანამ, სანამ ის არ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას ეუთო-ს დასკვნაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.

 

პოპულარული

ტრამპი თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს დაჰპირდა, თუ რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თითოეულ სრულწლოვან...

პუტინი ევროპას ომით ემუქრება, თუ უკრაინაში ჯარებს შეიყვანენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო ორგანიზაცია BRICS-ის ნიუ-დელის სამიტზე ევროპულ...

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი ბოროტების წინაშე – ექიმი მაია კოხტაშვილის წერილი

"მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი ბოროტების წინაშე"...

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და...

პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის? მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს-ზურაბიშვილი ბარამიძის დაკავებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ენმ–ს ერთ–ერთი...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი...

ყველა ამბავი

ვიღაცას ინერციით, ალბათ ტელეფონზე რომ საუბრობდნენ, მიეჭირა – ზარქუა გახარიას პარტიის კანონპროექტზე

„მექანიკური შეცდომა“, „ტექნიკური შეცდომა“, „ალბათ, ინერციით მიაჭირეს“ - ასე ხსნიან უმრავლესობის დეპუტატები 16 კოლეგის მიერ გახარიას პარტიის ინიციირებული კანონპროექტის...

კალაძე აცხადებს, რომ თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება."მოგეხსენებათ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა,...

რუსეთის სპეცსამსახურები რუსი ოპოზიციონერების მკვლელობებსა და დივერსიებს ამზადებდნენ, აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. რა არის ცნობილი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოავლინა ქსელი, რომელიც, უწყების ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ევროპაში დივერსიებსა და ოპოზიციონერების მკვლელობებს ამზადებდა....

იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის – ანდრია ჯაღმაიძე

„იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა...

ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა – ანდრია ჯაღმაიძე

"ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა" - განაცხადა ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა...

წარმომადგენელთა პალატამ გრემის „ჯოჯოხეთური“ სანქციების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს, 15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას აძლევს, ტარიფები...

სირიაში საწვავის გაძვირების გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო

სირიაში ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, საწვავის ფასები გაეზარდა. კვირას, 13 სექტემბერს,...

Reuters: რუსეთის სამი დიზელის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას ამცირებს ან აჩერებს

რუსეთის ექვსი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომლებიც დიზელის საწვავს აწარმოებენ, სამმა სექტემბერში უკრაინული დრონების დარტყმებით მიყენებული ზიანის გამო წარმოება მნიშვნელოვნად...

“პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს” – პეტრუშევი

""პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს" "- ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რითიც პოლონეთის...

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! – ფინეთმა უკრაინას 290 მილიონ ევროს ღირებულების თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! -  ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში ავრცელებსდა ასევე...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც მხოლოდ კულტურის სამინისტრომ 722,642 ლარი დახარჯა, თუმცა...

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ.  ტურისტულ კომპანია Georgia Holiday-ში ადასტურებენ, რომ სანქცირებული ავიაგადამზიდავები საქართველოს...