რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

spot_imgspot_img

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ. პირველ რიგში, განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს: მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.

აღნიშნული პირები, სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 02:00 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.

ასევე, დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი, შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.

აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა. ასევე, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.

საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე ქვემო მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მისი კვალი ლომისის ტაძრიდან ჩამოსვლის შემდეგ იკარგება. მას შემდეგ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

spot_imgspot_img

პოპულარული

The Wall Street Journal:პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს

პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს — უკვე...

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...

გიგა ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს ბრალდება წარედგინათ

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთთან სამთავრობათაშორისო...
spot_img

ყველა ამბავი

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია „დრონ სოლუშნსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ბარბასოვი და მისი წინამორბედი...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ის რეჟისორის კარიერაში ყველაზე...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა. თეირანი ვაშინგტონისგან სანქციების მოხსნასა და იმ ზიანისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს,...

ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები წარმოქმნა, რომლებიც ძვლებსა და სხვა ორგანოებში გავრცელდა, რაც 83 წლის...

ჯო უილსონი: ქართული ოცნება ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას

„ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი,...

გლოვოს კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.უწყების განმარტებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად...