იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

spot_imgspot_img

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროდ არის შეფასებული.

იტალიის პოლიციამ ფრანგი მხატვრების — პიერ-ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და ანრი მატისის — ნახატები აღმოაჩინა, რომლებიც მარტში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს. მოპარული ნამუშევრები ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში იპოვეს, — განაცხადა 14 აგვისტოს პარმის პოლიციის უფროსმა ანდრეა პალიარომ.

მისი თქმით, საქმეზე ეჭვმიტანილად მოლდოვის ცხრა მოქალაქე ფიგურირებს, რომელთაგან ხუთი, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდა ქურდობაში.

საუბარია რენუარის გვიანდელ ნამუშევარზე „თევზები“, სეზანის ფანქრითა და აკვარელით შესრულებულ „ნატურმორტზე ალუბლებით“ და მატისის აკვარელზე „ოდალისკა ტერასაზე“. მათი სავარაუდო საბაზრო ღირებულება, შესაბამისად, დაახლოებით 3 მილიონი, 6 მილიონი და 20 ათასი ევროა.

ნახატები იტალიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერძო კოლექციიდან მოიპარეს

ნამუშევრები მარტის ბოლოს პარმასთან მდებარე ლუიჯი მანიანის სახელობის ფონდის კერძო კოლექციიდან მოიპარეს. კოლექციაში დაცულია ევროპელი მხატვრების შედევრები, მათ შორის ტიციანის, ალბრეხტ დიურერის, პიტერ პაულ რუბენსისა და ფრანსისკო გოიას ნამუშევრები. მანიანი-როკას ფონდის მუზეუმი იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხატვრო კოლექციად ითვლება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა, რომლებსაც სახეები კაპიუშონებით ჰქონდათ დაფარული, მუზეუმის შესასვლელი კარი გატეხეს და უკვე სამი წუთის შემდეგ ნახატებთან ერთად მიიმალნენ. მოგვიანებით ფონდში განაცხადეს, რომ საქმე წინასწარ დაგეგმილ დანაშაულს ეხებოდა, რომელიც „უფრო შორს ვერ წავიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და პოლიციისა და დაცვის სწრაფი რეაგირების წყალობით“.

spot_imgspot_img

პოპულარული

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია...
spot_img

ყველა ამბავი

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული...

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...